Робота для біженців з України
ტენდერი ვებ-გვერდის დიზაინის შექმნა-აწყობის მომსახურებაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი ვებ-გვერდის დიზაინის შექმნა-აწყობის მომსახურებაზე
მომწოდებელი: VORTEX Water Engineering
გამოქვეყნდა: 11 დეკემბერი / ბოლო ვადა: 21 იანვარი
თანდართული ფაილი: 688243_Attachment_7402606.zip
"VORTEX Water Engineering" იურიდიული სახელით შპს "საქართველოს წყლის სისტემები" აცხადებს ტენდერს ვებგვერდის დიზაინის შექმნისა და აწყობის მომსახურებაზე.

მომსახურების აღწერა:

VORTEX Water Engineering-ისთვის ვეძებთ კომპანიას, რომელიც შეიმუშავებს და ააწყობს თანამედროვე, ფუნქციურ და მომხმარებლებზე მორგებულ ვებგვერდს, რომელიც ასახავს ჩვენი კომპანიის იდენტობას (იხ. დანართი 1 - კომპანიის შესახებ), გააუმჯობესებს მომხმარებლის გამოცდილებას და უზრუნველყოფს VORTEX Water Engineering-ის კონკურენტულ კომპანიად პოზიციონირებას.

სამუშაოს მოცულობა:

დიზაინი და UI/UX

** ვებ გვერდის სრული კონცეფციისა და დიზაინის შექმნა კომპანიის ბრენდბუქის შესაბამისად.
** Desktop და Mobile ვერსიების UI/UX დიზაინი;
** მარტივი, ეფექტური და აღქმადი ვიზუალი ინტუიციური დიზაინით და მარტივი ნავიგაციით, რომელიც განკუთვნილი იქნება როგორც ჩვენი საქმის პროფესიონალებისთვის, ასევე დამწყებთათვის.

დეველოპმენტი:

** ვებგვერდის აწყობა;
** CMS სტრუქტურების შექმნა: მთავარი, ჩვენ შესახებ, სიახლეები, პროდუქტები და სერვისები, ბლოგი, კალკულატორები, კონტაქტი;
** SEO და ანალიტიკა
** ტექნიკური SEO - მკაფიო URL სტრუქტურა, მეტა აღწერები, მეტა თეგები, ალტ ტექსტები;
** Sitemap და indexing;
** Google Analytics 4-ის და Search Console-ის ინტეგრაცია;

ინტეგრაციები:

** Facebook და LinkedIn-ის ინტეგრაცია;
** ონლაინ კალკულატორების ინტეგრაციის შესაძლებლობა;

გადმობარება:

საიტის თემფლეითი უნდა იყოს მარტივად სამუშაო, რომ გადმობარების შემდეგ ჩვენმა გუნდმა დამოუკიდებლად შეძლოს მისი მართვა, რაც მოიცავს:

** პროდუქტების დამატება-რედაქტირებას;
** ბლოგების გამოქვეყნებას;
** ახალი გვერდების დამატებას;
** შეტყობინებების მართვას.

ორენოვანი ვებ გვერდი: სრული ქართული და ინგლისური ვერსიები.

Deliverables:

** XD/Figma დიზაინ ფაილები;
** სრულად აწყობილი ვებგვერდი;
** CSM სტრუქტურა;
** SEO კონფიგურაცია;
** ტექნიკური დოკუმენტაცია
** მოქმედების გზამკვლევი.

სატენდერო წინადადების წარდგენის ბოლო ვადაა 21.01.2026 18:00 საათი.

სატენდერო წინადადება უნდა გამოიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: anano@vortex.ge

დამატებითი შეკითხვებისთვის შეგიძლიათ მოგვმართოთ ამავე მისამართზე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე