Робота для біженців з України
ბუღალტერ-ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერ-ანალიტიკოსი
მომწოდებელი: Pepsico
გამოქვეყნდა: 11 დეკემბერი / ბოლო ვადა: 07 იანვარი
"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "ჩუდო", "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Fruktoviy Sad"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Cheetos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".

"PepsiCo" უკვე ზედიზედ მერვე წელია სერტიფიცირებულია როგორც საუკეთესო დამსაქმებელი - TOP Employer 2025 ევროპასა და საქართველოში, ხოლო მეხუთე წელია საუკეთესო დამსაქმებელია გლობალურად. ტიტული კომპანიას ენიჭება პერსონალის მართვის გამორჩეული პრაქტიკების დანერგვისა და განხორციელებისათვის.

შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს ბუღალტერ-ანალიტიკოსის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი და გრაფიკი: თბილისი, ფონიჭალა/ჰიბრიდული (სრული განაკვეთი, 40 სთ კვირაში)

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის მომწოდებლებისგან საბუღალტრო დოკუმენტაციის (ანგარიშ-ფაქტურები, ზედნადებები და სხვ.) მიღება, შემოწმება და სისტემაში დროული გატარება;
** მარაგების მიღებისას დოკუმენტების გაფორმების სისწორის გადამოწმება;
** საწყობში მიღებული მარაგების შედარება რაოდენობრივად და ასორტიმენტის მიხედვით პირველად საბუღალტრო დოკუმენტაციასთან;
** მიღებული საბუღალტრო დოკუმენტაციის ორგანიზება და ფაილინგი;
** პროგრამული მონაცემების დამუშავება და ანალიზი;
** ინვენტარიზაციის პროცესში აქტიური მონაწილეობა;
** კომპანიის მიერ შემუშავებული პოლიტიკების შესაბამისობის უზრუნველყოფა და დანერგილი კონტროლების ეფექტური შესრულება.

კანდიდატის პროფილი:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ბუღალტერიის, ფინანსების ან აუდიტის მიმართულებით;
** 1+ წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსების/ბუღალტერიის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
** MS Office პროგრამებში მუშაობის გამოცდილება, განსაკუთრებით Excel; სასურველია 1С;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ქართული ენის ცოდნა თავისუფლად; რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა ძალიან კარგად;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** ძლიერი მოტივაცია, დეტალებზე ორიენტირება და მობილიზებულობა;
** ენერგიულობა, ინიციატივის წარმოჩენა.

რას გთავაზობთ:

** PepsiCo-ს პროფესიონალთა გუნდთან ერთად ღირებული გამოცდილების მიღება
** ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევის პაკეტი
** ტრანსპორტირება (მ/ს ისანი, მ/ს ტექნიკური უნივერსიტეტი)

თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: career.caucasus@pepsico.com 7 იანვრამდე და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე