Робота для біженців з України
ფინანსური განყოფილების ხელმძღვანელის ასისტენტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური განყოფილების ხელმძღვანელის ასისტენტი
მომწოდებელი: საზღვაო ჰოსპიტალი
გამოქვეყნდა: 11 დეკემბერი / ბოლო ვადა: 11 იანვარი
სს "საზღვაო ჰოსპიტალი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური განყოფილების ხელმძღვანელის ასისტენტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი, მელიქიშვილის 102, ბ.
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** ფინანსური დოკუმენტაციის შედგენა და დამუშავება
** ანგარიშგებების მომზადებაში მონაწილეობის მიღება
** ბუღალტრული ოპერაციების პირველადი ეტაპების შესრულება
** მონაცემების შეყვანა და ფინანსური ბაზების განახლება

საჭირო უნარები და მოთხოვნები:

** განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით
** Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** ყურადღებიანი და ორგანიზებული მიდგომა
** კომუნიკაბელურობა და პასუხისმგებლობა

რას გთავაზობთ

** პროფესიულ განვითარებას
** სწავლისა და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობას
** მეგობრულ სამუშაო გარემოს
** კარიერული ზრდის პერსპექტივას

დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 1500-2500 ლარი (ფიქს ხელფასი+ საბონუსე სისტემა)
კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

** აპლიკაციების მიღება/გადარჩევა;
** გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, CV გამოგზავნოთ ელექტრონულად მისამართზე: office@mh.com.ge და გთხოვთ, ელ.ფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ "ფინანსური განყოფილების ხელმძღვანელის ასისტენტი".

განაცხადების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2026 წლის 11 იანვარი.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე