|
დასახელება:
ფსიქოლოგი
|
| მომწოდებელი:
მწვანე სკოლის ტყის კამპუსი
|
|
გამოქვეყნდა: 11 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 11 იანვარი
|
თუ გიყვართ ბავშვებთან ერთად დროის გატარება და თამაში, გსურთ დააკვირდეთ მათ საჭიროებებს სკოლის გარემოში და მხარი დაუჭიროთ პატარების ჯანსაღ სოციალურ, ემოციურ და კოგნიტურ განვითარებას, შეგიძლიათ, შემოუერთედე მწვანე სკოლის გუნდს.
სამუშაოს დასახელება: ფსიქოლოგი სკოლაში
მდებარეობა: მწვანე სკოლა - ტყის კამპუსი
ძირითადი პასუხისმგებლობები:
** კლასებში მუშაობა ემოციური, ქცევითი და სასწავლო საჭიროებების დასადგენად.
** თანამშრომლობა მასწავლებლებთან და პერსონალთან მხარდამჭერი სასწავლო გარემოს შესაქმნელად.
** კონსულტაციები იმ ბავშვებთან, რომლებიც დგანან სოციალური, ემოციური ან ქცევითი გამოწვევების წინაშე.
** მშობლებთან პერიოდული კონსულტაციები და სტრატეგიების დაგეგმვა სახლის გარემოში მათი შვილის განვითარების ხელშესაწყობად
კვალიფიკაცია:
** ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ფსიქოლოგიის მიმართულებით (მაგისტრის ხარისხი ჩაითვლება უპირატესობად.)
** გამოცდილება ქცევის თერაპიის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად.
** სკოლაში ან სხვა საგანმანათლებლო გარემოში ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** ბავშვის განვითარებისა და ადრეული განათლების საკითხების სიღრმისეული ცოდნა.
** მასწავლებლებთან და ოჯახებთან თანამშრომლობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ CV ელ-ფოსტაზე: hr@greenschool.edu.ge
|
|
|
|