|
დასახელება:
ლაბორატორიაში ანალიტიკოსი
|
| მომწოდებელი:
ნეოფარმი
|
|
გამოქვეყნდა: 11 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 11 იანვარი
|
შპს "ნეოფარმი" აცხადებს ვაკანსიას ლაბორატორიაში ანალიტიკოსის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ;
გრაფიკი: 09:00 დან 17:00 საათამდე, 1 საათი შესვენება, შაბათ-კვირა დასვენება;
ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1000-1200 ლარი
ფუნქცია-მოვალეობები:
** სუბსტანციის, შესაფუთი მასალების, ნახევარპროდუქტების, დაუფასოებელი (ბალკი) და მზა პრეპარატის სინჯის აღება ხარისხის კონტროლის განყოფილებაში დამტკიცებული მეთოდების გამოყენებით;
** სუბსტანციის, შესაფუთი მასალების, ნახევარპროდუქტების, დაუფასოებელი (ბალკი) და მზა პრეპარატის ხარისხის კონტროლი;
** ხარისხის სერტიფიკატის გაცემა;
** ანალიზის მეთოდების ვალიდაცია;
** პრეპარატების სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შემუშავება და წამლის სააგენტოში წარდგენა დასარეგისტრირებლად;
** პრეპარატების ხელახალი რეგისტრაციის, ცვლილებების განხორციელება;
** პრეპარატების და ნახევარპროდუქტების სპეციფიკაციების შემუშავება; არსებული სპეციფიკაციების დახვეწა;
** პრეპარატების სტაბილურობის შესწავლა; ვარგისობის ვადის გაზრდა, თუკი პრეპარატის სტაბილურობა იძლევა ამის საშუალებას;
** საწარმოო რეგლამენტებზე მუშაობა;
** სააფთიაქო ქსელში გასული პრეპარატების სტაბილურობის მონიტორინგი.
მოთხოვნები:
** უმაღლესი ფარმაცევტული განათლება;
** სასურველია თუმცა არა აუცილებელი მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
** აუცილებელია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
უნარები/პიროვნული თვისებები:
** შრომისმოყვარეობა;
** პუნქტუალურობა;
** პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
** სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
** უფასო ერთჯერადი კვებას;
** შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
** სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@neopharmi.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "ანალიტიკოსი" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
ჩვენ გელოდებით შენ! დაგეგმე შენი კარიერა "ნეოფარმთან" ერთად
თქვენს მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია (CV/სააპლიკაციო ფორმა) შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.
წინამდებარე ვაკანსიებზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ გამოხატავთ თანხმობას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე.
პერსონალური მონაცემების დამუშავება მოხდება შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით.
პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება/შენახვა განხორციელდება 01 წლის ვადით ელექტრონული ან/და მატერიალური სახით.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე მიღებიდან არაუმეტეს 01 წლის ვადით.
დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შპს "ნეოფარმი" იტოვებს უფლებას, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მიღებიდან არაუმეტეს 01 წლის ვადით, სამომავლო ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
იმ შემთხვევაში თუ გსურთ შპს "ნეოფარმი+"-ის მიერ, თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან/და განადგურება, ასევე მონაცემთა შესწორება, განახლება ან/და შევსება, შეგიძლიათ მოგვმართოთ შესაბამისი განცხადებით: ელფოსტა: hr@neopharmi.ge; ტელ: 577 545 097
შპს "ნეოფარმი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის და "საქართველოს შრომის კოდექსის" მოთხოვნათა გათვალისწინებით, დისკრიმინაციის აკრძალვისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენს მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ შესაბამისი განცხადებით: ელფოსტა: office@neopharmi.ge; ტელ: 0322 595 790
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, ეწვიეთ ჩვენს გვერდს: http://www.neopharmi.ge
"ნეოფარმი" გისურვებთ წარმატებას.
|
|
|
|