Робота для біженців з України
ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: ევექსი
გამოქვეყნდა: 11 დეკემბერი / ბოლო ვადა: 28 დეკემბერი
"ევექსი" საქართველოს სამედიცინო სფეროში უმსხვილესი ჯგუფის GHG (Georgian Healthcare Group) შვილობილ კომპანიას წარმოადგენს.

"ევექსი" ქვეყნის მასშტაბით, პირველადი ჯანდაცვის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია, რომელიც საქართველოში აერთიანებს 15 კლინიკასა და ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრს - "კარავს".

კომპანიის მისიაა, ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურის ცვლილების გაძლიერება ქვეყნის მასშტაბით და საზოგადოების ჩართულობის ზრდა კეთილდღეობასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული აზროვნების ჩამოყალიბებაში.

კომპანია მუდმივად დებს ინვესტიციას ახალ ტექნოლოგიებში, ასევე, ექიმებისა და მომსახურე პერსონალის გადამზადებაში. "ევექსის" უმთავრესი ღირებულება მომხმარებლების, თანამშრომლებისა და პარტნიორების საერთო კეთილდღეობის შექმნაა.

"ევექსი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: თბილისი, სათავო ოფისი, ს. ცინცაძის 24ა
სამუშაო გრაფიკი: სრული, სტანდარტული

ძირითადი მოვალეობები:

** მცირე სამშენებლო/სარემონტო სამუშაოების ორგანიზება და შესრულების უზრუნველყოფა;
** სარემონტო სამუშაოების ხარისხის კონტროლი, საპროექტო დოკუმენტაციისა და დადგენილი ნორმების შესაბამისად;
** კომპანიის ბალანსზე რიცხული ინვენტარის ცვლილების შესახებ, ინფორმაციის მოპოვება და აღრიცხვა;
** საჭიროების შესაბამისად, სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება;
** აქტივების მართვასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების გამოვლენა და მათი გადაჭრის გზების მოძიება/ინიციირება/კოორდინირება;
** შესაბამის საკომუნიკაციო ელექტრონულ პლატფორმაზე შემოსული მოთხოვნების შესრულება, დადგენილ ვადებში;
** საჭიროების შემთხვევაში, აუთსორსული კომპანიების მიერ მოწოდებული მომსახურების ხარისხის მონიტორინგი, შესაბამისი ინფორმაციის უშუალო ხელმძღვანელთან გაზიარება;
** დადგენილი პერიოდულობით, კლინიკებში ვიზიტი

ვაკანსიის მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ტექნიკური მიმართულებით;
** აუცილებელია შესაბამის სფეროში მუშაობის 2-3 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
** სასურველია ხარჯთაღრიცხვისა და პროექტების ანალიზის პრინციპების ცოდნა;
** პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
** პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა

ჩვენთან შენ მიიღებ:

** ტრენინგი და განვითარება - "ევექსი", როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, უზრუნველყოფს სამედიცინო და არასამედიცინო მიმართულებით, თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებს, რომელიც მიმართულია როგორც მათ პროფესიულ, ასევე პიროვნულ ზრდაზე;
** ევექსელის ბენეფიტი - ქსელის მასშტაბით, ყველა თანამშრომელს, ყოველგვარი შეზღუდვისა და ლიმიტის გარეშე, აქვს შესაძლებლობა მიიღოს:

- 50%-იანი ფასდაკლება ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებზე
- 50%-მდე ფასდაკლება სტომატოლოგიურ მომსახურებაზე კლინიკა "ნიუ დენტში"
- ფასდაკლებები "ჯიპისის" და "ფარმადეპოს" სააფთიაქო ქსელში მედიკამენტებსა და თავის მოვლის საშუალებებზე.
- ჯანმრთელობის დაზღვევა - ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 28 დეკემბერი, 2025 წელი

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.ge/ka/vacancy/teqnikuri-mxardacheris-specialisti/679

"ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე