|
დასახელება:
სოციალური მედიის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
Proxied
|
|
გამოქვეყნდა: 11 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 11 იანვარი
|
კომპანია "Proxied" ეძებს სოციალური მედიის მენეჯერს.
გთავაზობთ:
** პოზიტიურ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** კარიერის განვითარების და ზრდის შესაძლებლობებს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას
ძირითადი პასუხისმგებლობები:
სოციალური მედიის კონტენტის შექმნა:
** შეიმუშავებთ და განახორციელებთ კონტენტის სტრატეგიას, რომელიც მორგებულია ჩვენს სამიზნე აუდიტორიაზე, შექმნით საინტერესო და შესაბამის კონტენტს სხვადასხვა პლატფორმებზე გასავრცელებლად;
** შექმნით მაღალი ხარისხის ტექსტურ, გამოსახულებით და ვიდეო კონტენტს სოციალური მედიის პლატფორმებისთვის (Telegram, Facebook, Instagram, LinkedIn, YouTube, X and Tiktok);
** დაგეგმავთ და გასაშვებად მოამზადებთ კონტენტს, შექმნით დეტალური შინაარსის ბრიფებს დიზაინერებისთვის;
** თვალს ადევნებთ ინდუსტრიის ტენდენციებს და გამოიყენებთ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში;
** გაანალიზებთ კონტენტის წარმადობას და გააუმჯობესებთ ჩართულობას
SEO ბლოგის წერა:
** გამოიკვლევთ, დაწერთ და ოპტიმიზაციას მოახდენთ მაღალი ხარისხის კონტენტს SEO ბლოგებისთვის;
** ჩაატარებთ საკვანძო სიტყვების კვლევას;
** SEO კონტენტის წარმადობის კონტროლი, საჭიროებისამებრ მონაცემთა საფუძველზე ცვლილებების კონტროლი.
მოთხოვნები:
** სოციალური მედიის კონტენტის შექმნის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** SEO ბლოგების მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინსტრუმენტების Photoshop; Canva; Lightroom ფლობა;
** ვიდეო მონტაჟის ცოდნა საბაზისო დონეზე;
** SEO ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილების (Google Analytics, SEMrush, Ahrefs და მსგავსი) მქონე კანდიდატებს მიენიჭებათ უპირატესობა.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV და პორტფოლიო შემდეგ მისამართზე: careers@proxied.com სათაურის ველში მიუთითეთ: SMM
|
|
|
|