|
დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
Tiflis Village
|
|
გამოქვეყნდა: 11 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 11 იანვარი
|
სამშენებლო კომპანია "Tiflis Village" ეძებს გაყიდვების მენეჯერს
"Tiflis Village" არის კომპანია, რომელიც აშენებს ხის სახლებს, კარკასულ კონსტრუქციებს და ასევე ახორციელებს მშენებლობას თანამედროვე SIP-ტექნოლოგიებით.
ჩვენი მიზანია ხარისხიანი, ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად უსაფრთხო საცხოვრებელი სივრცის შექმნა.
მზარდი მოთხოვნებიდან გამომდინარე, ვეძებთ გაყიდვების მენეჯერს, რომელსაც ექნება სურვილი იმუშაოს დინამიკურ გარემოში და ჩაერთოს ჩვენი კომპანიის განვითარებაში.
ჩვენთან თქვენ მიიღებთ:
** სტაბილურ სამუშაო გარემოს
** კეთილგანწყობილ და პროფესიონალ გუნდთან თანამშრომლობას
** კარიერულ ზრდის შესაძლებლობას
** ფიქსირებულ ანაზღაურებას (1500 ლ) + ბონუსი
საჭირო მოთხოვნები და უნარები:
** ქართულ ენაზე გამართულად მეტყველება
** რუსული ენის ცოდნა - სასურველია
** კომუნიკაბელურობა, კლიენტთან მუშაობის უნარი, მოლაპარაკებების წარმოება
** სურვილი ისწავლოს და დაეუფლოს ჩვენს პროდუქციასა და სამშენებლო ტექნოლოგიებს
თუ გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის ნაწილი და მონაწილეობა მიიღოთ თანამედროვე სტანდარტებით შესრულებულ პროექტებში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (ფოტოსურათით) მითითებულ მეილზე: office@tiflisvillage.ge
|
|
|
|