|
დასახელება:
ბიზნეს ანალიტიკოსი
|
| მომწოდებელი:
არდი დაზღვევა
|
|
გამოქვეყნდა: 11 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 11 იანვარი
|
სს "არდი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე.
"არდი" წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან და სწრაფად განვითარებად სადაზღვევო კომპანიას, ქართულ ბაზარზე, რომელიც 2010 წლიდან ოპერირებს.
ჩვენი მიზანია ბიზნესის გრძელვადიანობის, მომხმარებლისთვის სტაბილურობისა და დაცულობის შექმნა. ჩვენ ვქმნით წარმატებული ზრდის პლატფორმას, მკაფიოდ ფოკუსირებული სტრატეგიით ხარისხზე, მომსახურების სიმარტივესა და ხელმისაწვდომობაზე. კარგად გვესმის რა გამოწვევები აქვს თანამედროვე სამყაროში თითოეულ ადამიანს და ბიზნეს, ამიტომ ვცდილობთ, რომ ჩვენი სადაზღვევო პროდუქტებით მოვახდინოთ მათ საჭიროებებზე ზუსტი მორგება და დავზოგოთ ყველაზე მთავარი, მათი რესურსები: დრო და ფინანსები.
"არდი" - ცხოვრების ჯერია!
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი ზურაბ ანჯაფარიძის ქ. N28
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
სამუშაოს ტიპი: პირველი 3 თვე ოფისიდან, მეოთხე თვიდან განიხილება ჰიბრიდული.
ფუნქცია-მოვალეობები:
** პროცესებზე დაკვირვება, ინფორმაციის შეგროვება და დოკუმენტირება;
** დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაცია და მოთხოვნების იდენტიფიკაცია;
** ბიზნეს პროცესების აღწერა და პროცესის დიაგრამების შემუშავება;
** შეგროვებული ინფორმაციის ანალიზი;
** RFC/RFP-ის და ბიზნეს ქეისის დოკუმენტის შემუშავების პროცესის მხარდაჭერა (ამოცანის
ჩამოყალიბება);
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ბიზნეს ანალიზის საერთაშორის მეთოდოლოგიების ცოდნა;
** პროექტების მართვის საერთაშორისო მეთოდოლოგიების (Agile, Waterfall) და ჩარჩოების (Kanban) ცოდნა;
** ITIL 4-ის ფართოდ გავრცელებელი საუკეთესო პრაქტიკების საბაზისო ცოდნა;
** სასურველია Oracle (PL SQL) მონაცემთა ბაზასთან მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური - (B2);
** ბიზნეს ანალიზის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება.;
** ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: Career@ardi.ge, გთხოვთ გადმოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - "ბიზნეს ანალიტიკოსი"
სს "არდი დაზღვევის" მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:
ეთანხმებით, რომ "სს. არდი დაზღვევა" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები;
ანიჭებთ "სს არდი დაზღვევას" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.
დაუსაქმებლობის შემთხვევაში ამ ვადის გასვლისთანავე "სს. არდი დაზღვევა" სრულად გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს [CV] და კორპორაციაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს.
|
|
|
|