Робота для біженців з України
კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი - Life და Nonlife
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი - Life და Nonlife
მომწოდებელი: არდი დაზღვევა
გამოქვეყნდა: 11 დეკემბერი / ბოლო ვადა: 11 იანვარი
სს "არდი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას კორპორაციული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე (Life და Nonlife მიმართულებით) ქ.თბილისში

"არდი" წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან და სწრაფად განვითარებად სადაზღვევო კომპანიას, ქართულ ბაზარზე, რომელიც 2010 წლიდან ოპერირებს.

ჩვენი მიზანია ბიზნესის გრძელვადიანობის, მომხმარებლისთვის სტაბილურობისა და დაცულობის შექმნა. ჩვენ ვქმნით წარმატებული ზრდის პლატფორმას, მკაფიოდ ფოკუსირებული სტრატეგიით ხარისხზე, მომსახურების სიმარტივესა და ხელმისაწვდომობაზე. კარგად გვესმის რა გამოწვევები აქვს თანამედროვე სამყაროში თითოეულ ადამიანს და ბიზნეს, ამიტომ ვცდილობთ, რომ ჩვენი სადაზღვევო პროდუქტებით მოვახდინოთ მათ საჭიროებებზე ზუსტი მორგება და დავზოგოთ ყველაზე მთავარი, მათი რესურსები: დრო და ფინანსები.

"არდი" - ცხოვრების ჯერია!

სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-დან 18:00-მდე.
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ყოველთვიური ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციური მომხმარებლის მოძიება/მოზიდვა;
** სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება და გაყიდვა იურიდიულ პირებზე;
** პერსონალური გაყიდვების გეგმის შესრულების უზრუნველყოფა;
** ეფექტური გაყიდვების უზრუნველყოფა;
** მომსახურების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე ზრუნვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვების მიმართულებით მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება, (სასურველია - საბანკო ან საფინანსო განხრით);
** ინგლისური ენის ცოდნა (B1-B2).

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: Career@ardi.ge, გთხოვთ გადმოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება და რეგიონი - "კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი".

ინფორმაცია კომპანიის შესახებ:

"არდი" წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან და სწრაფად განვითარებად სადაზღვევო კომპანიას, ქართულ ბაზარზე, რომელიც 2010 წლიდან ოპერირებს.

ჩვენი მიზანია ბიზნესის გრძელვადიანობის, მომხმარებლისთვის სტაბილურობისა და დაცულობის შექმნა. ჩვენ ვქმნით წარმატებული ზრდის პლატფორმას, მკაფიოდ ფოკუსირებული სტრატეგიით ხარისხზე, მომსახურების სიმარტივესა და ხელმისაწვდომობაზე. კარგად გვესმის რა გამოწვევები აქვს თანამედროვე სამყაროში თითოეულ ადამიანს და ბიზნეს, ამიტომ ვცდილობთ, რომ ჩვენი სადაზღვევო პროდუქტებით მოვახდინოთ მათ საჭიროებებზე ზუსტი მორგება და დავზოგოთ ყველაზე მთავარი, მათი რესურსები: დრო და ფინანსები.

არდი - როცა ფიქრობ მხოლოდ კარგზე!

სს "არდი დაზღვევის" მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:

ეთანხმებით, რომ "სს. არდი დაზღვევა" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები;
ანიჭებთ "სს არდი დაზღვევას" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.

დაუსაქმებლობის შემთხვევაში ამ ვადის გასვლისთანავე "სს. არდი დაზღვევა" სრულად გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს [CV] და კორპორაციაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე