Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=688125&print=yes&view=jobs
 
კონტენტ კრეატორი/ქოფირაითერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონტენტ კრეატორი/ქოფირაითერი
მომწოდებელი: Growth Hunters
გამოქვეყნდა: 11 დეკემბერი / ბოლო ვადა: 11 იანვარი
"Growth Hunters"- ში ვეძებთ კონტენტ მენეჯერ/ქოფირაითერს!

თუ გიყვარს წერა, ახალ იდეებზე ფიქრი, გაქვს სააგენტოში მუშაობის გამოცდილება და გინდა იყო გუნდის ნაწილი, რომელიც ყოველდღე ქმნის ზრდაზე ორიენტირებულ შედეგებს - გელოდებით!

დეტალები, რომლებიც დაგაინტერესებს:

ანაზღაურება: 1200-1500 ლარი (გამოცდილების შესაბამისად)

სამუშაო გრაფიკი:

Full time / On-site (ორშაბათი-პარასკევი), 11:00-19:00 სთ - პირველი 1 თვე
1 თვის შემდგომ ჰიბრიდული; კვირაში 4 დღე ოფისში (მოლაპარაკების საფუძველზე)
სამუშაო ლოკაცია: ვაკე, მოსაშვილის ქ.

შენი მთავარი მისია იქნება:

** კონტენტ სტრატეგიის შემუშავება - შექმნი სტრატეგიას, რომელიც სრულად შეესაბამება ჩვენი სააგენტოსა და პარტნიორების ბიზნეს მიზნებსა და Growth ამოცანებს.
** კრეატიული ქოფისა და ბრიფების შექმნა - მოამზადებ მიზანზე ორიენტირებულ, ეფექტურ ქოფებსა და ბრიფებს დიზაინერისთვის, შექმნი მრავალფეროვან ფორმატებს და სცენარებს (სოც. მედია პოსტები, ბლოგები, საიმიჯო ტექსტები, სარეკლამო ქოფები და ა.შ.).
** კამპანიების მართვა - სენიორ ქონთენთ მენეჯერთან ერთად აქტიურად ჩაერთვები მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვასა და განხორციელებაში.
** ორგანიზებულობის უზრუნველყოფა - შეიმუშავებ ყოველთვიურ კონტენტ კალენდარს, დაიცავ დედლაინებს და პასუხისმგებლობით მოეკიდები თასქების კონტროლს.
** კომუნიკაცია და პრეზენტაცია - აქტიურად ითანამშრომლებ ექაუნთ მენეჯერთან და სხვა გუნდის წევრებთან. ჩაერთვები ბრეინშტორმინგებში, შეხვედრებში და ხშირად წარადგენ საკუთარ იდეებსა და კონტენტს უშუალოდ პარტნიორებთან.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შენ:

** გქონდეს სააგენტოში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება, სასურველია სამედიცინო მიმართულებით, თუმცა არა გადამწყვეტი;
** ფლობდე ქართულ ენას მაღალ დონეზე (წერა, რედაქტირება, სტილისტიკა), ხოლო ინგლისურს მინიმუმ B1;
** იყო პასუხისმგებლობიანი, კომუნიკაბელური და გუნდური მოთამაშე;
** გიყვარდეს მუდმივი განვითარება და ახალი იდეების ინიცირება.

გადადი ბმულზე და გაკეთე განაცხადი: https://shorturl.at/9MdeI

 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია