Робота для біженців з України
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Experts for Solutions
გამოქვეყნდა: 11 დეკემბერი / ბოლო ვადა: 10 იანვარი
"Experts for Solutions" ინსპექტირების დამოუკიდებელი, საერთაშორისო სერტიფიცირების კომპანიაა. მისი საქმიანობის არეალი მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორებიცაა პროფესიული ჯანდაცვა, შრომის უსაფრთხოება და გარემოს დაცვა. ამასთანავე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მშენებლობასთან დაკავშირებულ სრულ სერვისს, როგორიცაა გეოდეზიური მომსახურება, პროექტირება, კონსტრუქტორის მომსახურება და სამშენებლო ხარჯთაღრიცხვა.

"Experts For Solutions" ასევე პოზიციონირებენ სამშენებლო ხარისხის კონტროლისა და ობიექტების უსაფრთხოება/ზედამხედველობის მიმართულებით. კომპანია ფლობს ISO სერტიფიკატს. შესაბამისად, "Experts For Solutions"-ის ინსპექტირების შედეგებს აღიარებს საქართველოს კანონმდებლობა და ყველა ინსტანციის სასამართლო.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს www.efs.ge

"Experts For Solutions" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის სერვისების პრეზენტაცია და შეთავაზება;
** პოტენციური დამკვეთების მოძიება და მოლაპარაკებების წარმართვა;
** შრომის უსაფრთხოების მიმართულებით განხორციელებული გაყიდვების გამოცდილების გამოყენება კომპანიის მომსახურებების ეფექტიანად შეთავაზებისა და გაყიდვების ზრდის უზრუნველსაყოფად.
** პოტენციური კლიენტების მონაცემების ბაზის შექმნა და მართვა;
** კომპანიის მიერ განსაზღვრული გაყიდვების გეგმის სრულყოფილად შესრულება და მიზნობრივი მაჩვენებლების მიღწევა;
** შესრულებული სამუშაოების ანალიზი და რეპორტინგი;
** არსებულ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის შენარჩუნება, კმაყოფილების დონის მონიტორინგი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება შესაბამისი მიმართულებით;
** მსგავსი პოზიციაზე მინიმუმ 2 წლის სამუშაო გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა სასურველია;
** MS Office-ის სრულყოფილად ცოდნა;
** უპირატესობას წარმოადგენს შრომის უსაფრთხოების მიმართულებით განხორციელებული გაყიდვების გამოცდილება, რაც დაეხმარება კანდიდატს კომპანიის მომსახურებების ეფექტიანად შეთავაზებასა და გაყიდვების ზრდაში;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოტივირებული;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაბელური;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალური;
** მოლაპარაკებების წარმართვის უნარი.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
** FitPass;
** ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს;
** საწვავი, სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: სრული
** ანაზღაურება განისაზღვრება კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ec.ge 2026 წლის 10 იანვრამდე.

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "Experts for Solutions" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "Experts for Solutions" ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე