|
დასახელება:
მიმტან-ბარმენი
|
| მომწოდებელი:
სასტუმრო საფირი
|
|
გამოქვეყნდა: 11 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 11 იანვარი
|
ბაკურიანში მდებარე სასტუმრო "საფირი ბაკურიანი" აცხადებს ვაკანსიას მიმტან-ბარმენის პოზიციაზე.
სასტუმროს აქვს მხოლოდ დილის კვება და საღამოს საათებში ფუნქციონირებას იწყებს ბარი.
ძირითადი მოვალეობები:
** საუზმის მიმტანის ფუნქციის შესრულება
** ბარში წარმოდგენილი პროდუქციის - ალკოჰოლური და არა ალკოჰოლური სასმელების სრულყოფილი ცოდნა და მათი შეთავაზება სტუმრებისთვის
** გასაყიდი პროდუქციის ბარში განლაგება და შენახვა დადგენილი წესის შესაბამისად
** სასმლის სწრაფი, ეფექტური და ხარისხიანი მომზადება
** სასტუმროში დადგენილი სტანდარტების მიხედვით სამუშაო არეალის მომზადება/წესრიგში მოყვანა
** ბარში არსებული დანადგარების, ბარის ჭურჭლის და აქსესუარების დანიშნულებისამებრ გამოყენება, მოვლა, შენახვა და ინვენტარიზაცია
მოთხოვნები:
** სასურველია მიმტანის პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ან/და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** სასტუმრო/სარესტორნო სტანდარტების ცოდნა.
პირობები:
** ანაზღაურება: 1500-2000 ლარი გამოცდილების მიხედვით
** კვირაში ერთი დღე დასვენება
** საცხოვრებელი და ორჯერადი კვება უზრუნველყოფილია სასტუმროს მხრიდან
** სამუშაო ადგილი: ბაკურიანი
თუ გსურთ, თქვენც გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: ekaterinedoghadze1@gmail.com წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|