|
დასახელება:
ელექტრო-ტექნიკოსი
|
| მომწოდებელი:
ელექტრიფაი საქართველო
|
|
გამოქვეყნდა: 10 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 10 იანვარი
|
შპს "ელექტრიფაი საქართველო" აცხადებს ვაკანსიას ელექტრო-ტექნიკოს პოზიციაზე.
ჩვენი მიზანია წვლილი შევიტანოთ ეკოლოგიის გაუმჯობესებაში. ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია ელექტრომობილების პოპულარიზაციას შევუწყოთ ხელი, რისთვისაც საქართველოს ყველა რეგიონში ელექტრომობილების დამტენებს ვამონტაჟებთ და ვცდილობთ დამუხტვა ყველასთვის მაქსიმალურად კომფორტული და ხელმისაწვდომი გავხადოთ.
ფუნქცია-მოვალეობები და ძირითადი მოთხოვნები:
** განახორციელოს ტექნიკური მოწყობილობების (ელექტრო დამტენი სადგურები) ხარისხიანი მონტაჟისა და შემდგომი ექსპლუატაციაში მონაწილეობის მიღება;
** საჭიროებისამებრ შეაკეთოს დაზიანებული მოწყობილობები;
** განახორციელოს მოწყობილობების ხარისხის და ფუნქციონალობის კონტროლი;
** მოახდინოს მონიტორინგი ტექნიკისა და მოწყობილობების მდგომარეობის შესახებ;
** მოახდინოს მოწყობილობების ექსპლუატაციის პირობების დაცვა;
** მიიღოს მონაწილეობა მოსალოდნელი პროექტების განხილვასა და დაგეგმარებაში
** მოწყობილობების უწყვეტი და გამართული მუშაობისთვის საჭირო შესყიდვების დროულად შეძენისა და მობილიზაციის ინიცირება და მარაგების კონტროლი;
** მიიღოს მონაწილეობა ქვეკონტრაქტორების პროექტის სამუშაოებში ჩართვაში.
** მიმდინარე სამუშაო პროცესების მონიტორინგის დროს აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ ხელმძღვანელის ინფორმირება, გამოვლენილი ხარვეზების დეტალური შესწავლა და რეაგირების ნაბიჯების დაგეგმვა
** დადგენილი მომსახურებისა და კომუნიკაციის სტანდარტების მიხედვით კლიენტების მომსახურება
** არსებული სადგურებზე ექსპლუატაციის სერვისის მიწოდების საჭიროებების დროული გამოვლენა, დაგეგმვა და განხორციელება მაღალი ხარისხით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** სასურველია უმაღლესი ტექნიკური განათლება საინჟინრო ან ტექნიკურ სფეროში (განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც);
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა ჩაითვლება უპირატესობად;
** პროფესიული, ან უმაღლესი ტექნიკური განათლება ელექტროტექნიკის, ელექტროინჟინერიის ან მასთან დაკავშირებულ სფეროში.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია ენერგეტიკის ან სამრეწველო სექტორში.
** ჩაითვლება უპირატესად ელექტრო სისტემების (12/24/48/230/400 V) მოვლა-შეკეთების, დიაგნოსტიკისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის გამოცდილება.
** ელექტრო სქემების კითხვისა და ელექტრო საზომი ხელსაწყოების გამოყენების და ანალიზის ცოდნა.
** ელექტრო უსაფრთხოების წესებისა და ნორმების ცოდნა.
** პრევენციული სარემონტო სამუშაოების ჩატარების უნარი პროცედურებისა და ჩეკლისტების მიხედვით.
** ხარვეზების დიაგნოსტიკის უნარი, ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოების უნარი.
** სარემონტო სამუშაოების დამოუკიდებლად შესრულების უნარი.
** კომპიუტერული საბაზისო პროგრამების ცოდნა.
** პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვის, დროის გადანაწილების და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** სამუშაო იარაღების მოხმარების ცოდნა უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით;
სამუშაო პირობები: სრული სამუშაო დღე: 5 დღე (დღეში 8 საათი)
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV ელექტრონულ ფოსტაზე: Info@electrify.ge
|
|
|
|