|
დასახელება:
სოციალური მედიის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
აი ჯი დეველოფმენტი
|
|
გამოქვეყნდა: 10 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 10 იანვარი
|
შპს "აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია" წარმოდგენილია წამყვანი სავაჭრო ცენტრებით "სითი მოლი საბურთალო", "სითი მოლი გლდანი" და პრემიუმ კლასის ბიზნეს ცენტრით "სითი თაუერი".
სითი მოლი საბურთალოს პრემიუმ სივრცისთვის ეძებს სოციალური მედიის მენეჯერს.
მდებარეობა - თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი #70
სამუშაო განაკვეთი - სრული
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის ვებ. გვერდისა და სოციალური მედიის მართვა;
** სოციალური მედიის შინაარსობრივი სტრატეგიის შემუშავება;
** კონტენტისა და ვიზუალური მასალის შექმნა დიზაინერის დახმარებით და განთავსება ციფრულ პლატფორმებზე;
** ორგანიზაციის სოციალური მედიის (Facebook, LinkedIn, Instagram) და ვებ-გვერდის გამართული შინაარსობრივი და ვიზუალური მხარის უზრუნველყოფა;
** მასალების შინაარსობრივი დამუშავება, ქართულ და ინგლისურ ენებზე და განთავსება ციფრულ პლატფორმებზე;
** დიზაინერთან თანამშრომლობით ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ ინფოგრაფიკების დამზადება და განთავსება სოციალურ ქსელში და ორგანიზაციის ვებ-გვერდზე;
** სოციალური მედია კამპანიების დაგეგმვა, სეგმენტირებული რეკლამება და შედეგების ანალიზი;
** სოციალურ ქსელში მომხმარებლებთან კომუნიკაცია;
** პერიოდული რეპორტინგი ხელმძღვანელობასთან;
** ციფრული არხების შედეგების ანალიზი და რეპორტინგი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა
** MS Office-ის ცოდნა
დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე, ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ მისამართზე: Office@georgianretail.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" შესაბამისად, თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია.
გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის ვადით.
|
|
|
|