Робота для біженців з України
გარდერობის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გარდერობის თანამშრომელი
მომწოდებელი: კაზინო აჭარა
გამოქვეყნდა: 10 დეკემბერი / ბოლო ვადა: 10 იანვარი
კაზინო "აჭარა" აცხადებს ვაკანსიას გარდერობის თანამშრომლის პოზიციაზე.

ანაზღაურება: 1050 ლარი ხელზე ასაღები

საჭირო უნარები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კარგი ორგანიზაციული უნარი;
** კარგი საკომუნიკაციო უნარები;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ენერგიულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

** გარდერობის წესრიგსა და სისუფთავეზე ზრუნვა;
** სტუმრების თავაზიანი მიღება;
** სტუმრების ნივთების განსაზღვრულ ადგილას განთავსება, შესაბამისი ნომრების გაცემა;
** გარდერობში არსებული ნივთების უსაფრთხოებაზე ზრუნვა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@casinoadjara.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გადმოგზავნილი რეზიუმე/CV შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, რომლის გადმოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "სანშაინი"-ს მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე - გამოცხადებულ ვაკანსიასთან ან/და სამომავლო ვაკანსიებთან თქვენი შესაბამისობის დადგენის მიზნით, რომელიც შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) თვის ვადისა.

გაცნობებთ, რომ თქვენ სარგებლობთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებებით, მათ შორის და არა მხოლოდ, მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, წაშლის, განადგურების ან/და მონაცემთა დამუშავების მოთხოვნის უფლებით, რისთვისაც შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის სატელეფონო ნომერზე ან მოგვწეროთ ელ-ფოსტა.

შპს "სანშაინი" აცხადებს, რომ თქვენს პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე