|
დასახელება:
ღვინის მაღაზიის მოლარე-კონსულტანტი
|
| მომწოდებელი:
ვინჩერო
|
|
გამოქვეყნდა: 10 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 10 იანვარი
|
"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინის და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში და კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს, KTW აწარმოებს ღვინოს, ბრენდს, შუშხუნა ღვინოს და ჭაჭას ტრადიციული ქართული ტექნოლოგიებით, რომელიც შერწყმულია თანამედროვე ტექნოლოგიებთან. ეს კომპანიას აძლევს შესაძლებლობას შეინარჩუნოს ღვინის ძველი, უნიკალური გემო და შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით.
შპს "ვინჩერო" აცხადებს ვაკანსიას ღვინის მაღაზიის მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ძირითადი მოთხოვნები:
** მომხმარებლისთვის კომპანიის წარდგენა, პროდუქციის გაცნობა და შემდგომ შეთავაზება;
** მომხმარებლისთვის ღვინის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
** მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა სავაჭრო დარბაზში არსებული პროდუქციის ფასებზე, სახეობებზე, ვადებზე, აქციებზე და ა.შ.
** მომხმარებლის დახმარება სასურველი პროდუქტის შერჩევის პროცესში.
** პროდუქციის შევსებასა და ვადიანობაზე ზრუნვა.
** პროდუქციის განსათავსებელ ადგილას წესრიგისა და სისუფთავის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ინგლისური ენის ცოდნა;
** ღვინის კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად.
პიროვნული თვისებები:
** პრეზენტაბელურობა
** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დროის მართვის უნარი
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ (CV) ელ.ფოსტაზე hr@ktw.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "მოლარე- კონსულტანტი".
შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის.
"თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები (1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით."
|
|
|
|