Робота для біженців з України
გაყიდვების ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების ოპერატორი
მომწოდებელი: ნუტრიმაქსი
გამოქვეყნდა: 10 დეკემბერი / ბოლო ვადა: 08 იანვარი
"ნუტრიმაქსი" საკვებ წარმოების 15 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაა, რომელიც ამჟამად ორ მაღალტექნოლოგიურ საწარმოს აერთიანებს მაღალი სტანდარტების მქონე ლაბორატორიებით.

კომპანიაში წარმოებული პროდუქტები მოიცავს საკვებს, როგორც ფერმერული მეურნეობებისთვის, ასევე აკვაკულტურისა და კომპანიონი ცხოველებისთვის.

კომპანიის პროდუქცია წარმოდგენილია, როგორც ადგილობრივ ისე ამიერკავკასიის, შუა აღმოსავლეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე.

სურსათის გლობალური დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით კომპანიის ყოველდღიური ძალისხმევა მიმართულია ცილის წარმოების ხელშეწყობისკენ.

დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: https://www.nutrimax.ge

კომპანია "ნუტრიმაქსი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ოპერატორის პოზიციაზე, ბუღალტერიის დეპარტამენტში.

პოზიციაზე მივესალმებით ანალიტიკური აზროვნების მქონე, დეტალებსა და განვითარებაზე ორიენტირებულ კანდიდატებს.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა შემდეგ ბმულზე: https://nutrimax.selfrecruit.ge/s/k6uUJ

გაითვალისწინეთ, რომ აპლიკაციების მიღების ბოლო თარიღია 8 იანვარი.

გისურვებთ წარმატებას!

ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე