Робота для біженців з України
ავტო სესხის ოფიცერი - გორი, ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავტო სესხის ოფიცერი
მომწოდებელი: ლიდერ კრედიტი
გამოქვეყნდა: 10 დეკემბერი / ბოლო ვადა: 10 იანვარი
"მისო ლიდერ კრედიტი" წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას საქართველოს ბაზარზე. კომპანია მოიცავს საქართველოს მასშტაბით 43 ფილიალს და 400-მდე თანამშრომელს.

შემოუერთდით მაღალკვალიფიციურ, კომპეტენტურ და წინსვლაზე ორიენტირებულ გუნდს!

შპს მისო "ლიდერ კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას ავტო სესხის ოფიცრის პოზიციაზე.

მდებარეობა:

** გორი, სამეფოს ქუჩა #49
** ქუთაისი, ა. წერეთლის #1

სამუშაო გრაფიკი:

** ორშაბათი-პარასკევი: სრული;
** შაბათი: მოკლე სამუშაო დღე.

სამუშაო აღწერილობა:

** პოტენციური მომხმარებლის მოძიება-მოზიდვა;
** დაინტერესებული მომხმარებლისთვის ავტო სესხის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება, შეთავაზება.
** ავტო სესხის დამუშავება, განაცხადის ფორმის შევსება, კომიტეტზე წარდგენა, მომხმარებლისთვის გადაწყვეტილების გაცნობა;
** სესხის გაცემის პროცესის უზრუნველყოფა;
** არსებული სასესხო პორტფელის მართვა და ანალიზი;
** პერიოდული ანგარიშგების და რეპორტის წარმოება ხელმძღვანელობასთან;

ჩვენ ვეძებთ თანამშრომელს:

** ავტო სესხის ან/და გაყიდვების მიმართულებით გამოცდილებით;
** უპირატესია საბანკო-საფინანსო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** უმაღლესი განათლებით ან/და ბიზნეს/ფინანსების/ეკონომიკის მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების (MS Word, MS Excel) საბაზისო ცოდნით;
** ეფექტური გაყიდვებისა და დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარით;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანს;
** ორგანიზებულსა და მოწესრიგებულს;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
** შედეგზე ორიენტირებულს.

ანაზღაურება: ფიქსირებული (გამოცდილების გათვალისწინებით) + ყოველთვიური ბონუსი

თუ თვლით, რომ ეს ვაკანსია თქვენთვისაა - მოგვწერეთ და გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე: hr@leadercredit.ge. სათაურის ველში (subject line) მიუთითეთ შესაბამისი პოზიციის დასახელება და სასურველი ლოკაცია (ქალაქი).

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 10 იანვარი

დამატებითი ინფორმაცია, ჩვენი ორგანიზაციის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-მისამართზე: http://www.leadercredit.ge

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

მნიშვნელოვანი შეტყობინება:

გაითვალისწინეთ, რომ ზემოთ აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გაგზავნით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს შპს მისო ლიდერ კრედიტის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს მისო ლიდერ კრედიტ-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვისა.

თუ თქვენ ხართ წინააღმდეგი, რომ თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან/და გსურთ შპს მისო ლიდერ კრედიტ-მა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას ელ.ფოსტის მეშვეობით: hr@leadercredit.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: 0322 730073 (*010).

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე