Робота для біженців з України
სხვადასხვა - საირმე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სხვადასხვა
მომწოდებელი: Ensana კურორტი საირმე
გამოქვეყნდა: 10 დეკემბერი / ბოლო ვადა: 10 იანვარი
"კურორტი საირმე" — გამორჩეული ადგილი საქართველოში, რომელსაც ევროპის სპა ასოციაციამ (ESPA) 20 ევროპული ქვეყნის სპათა შორის ოფიციალურად მიანიჭა ინოვაციური სპა ცენტრის სტატუსი. უნიკალური ჰავა, გამორჩეული გარემო და განსაკუთრებული სიმდიდრე — 4 სხვადასხვა მინერალური წყალი და 1 თერმული წყარო — საირმეს ერთ-ერთ ყველაზე უნიკალურ კურორტად აქცევს.

რებრენდინგის ფარგლებში, "კურორტ საირმეში" ოპერირებას იწყებს ევროპაში უმსხვილესი სამედიცინო, ველნესისა და სპა ბრენდი — Ensana Health Spa Hotels. Ensana ცნობილია ბუნებრივი სამკურნალო რესურსების თანამედროვე სამედიცინო ექსპერტიზასთან შერწყმით ისეთ ისტორიულ სპა ქალაქებში, როგორიცაა უნგრეთი, ჩეხეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, დიდი ბრიტანეთი და სხვა.
Ensana Group ოპერირებას დაიწყებს "კურორტ საირმის" სამ ობიექტზე: New Sairme, Sairme Resort და Sairme Public Spa.
თუ საერთაშორისო ბრენდის მაღალი სტანდარტები, ინოვაციური გარემო და გამორჩეულ ადგილას მუშაობის შესაძლებლობა შენთვის საინტერესო გამოწვევაა — ამ გამოცდილების ნაწილი სწორედ შენ შეიძლება გახდე!

ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ, ენერგიულ და პასუხისმგებელ პროფესიონალებს შემდეგ პოზიციებზე:

1. არასაოპერაციო გუნდი:

** ადამიანური რესურსების კოორდინატორი — HR Coordinator
** რეზერვაციების სპეციალისტი — Reservation Agent
** ხარჯთაღმრიცხველი- Cost Controller

2. ოთახების მართვა:

** ოთახების მართვის ხელმძღვანელი — Rooms Division Manager
** მიღება-განთავსების ხელმძღვანელის მოადგილე — Assistant Front Office Manager
** ზედამხედველი — Supervisor

3. კვება და სასმელები (F&B):

** მენეჯერი — Manager
** სერვისის მენეჯერი — Service Manager
** შეხვედრებისა და ღონისძიებების ორგანიზატორი — Meeting & Events Representative
** მიქსოლოგი — Mixologist
** ზედამხედველი — Supervisor
** ცვლის უფროსი — Shift Leader
** მთავარი მზარეული — Head Chef
** მზარეულის უფროსი — Chef de Partie
** მზარეულის ცვლის უფროსი — Demi Chef de Partie

4. სპა ცენტრი:

** სპა ცენტრის მენეჯერი — Spa Manager
** უფროსი ექიმი — Head Doctor
** მასაჟისტი — Massage Therapist
** იოგის ინსტრუქტორი — Yoga Instructor
** ფიტნეს ინსტრუქტორი — Fitness Instructor

გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე: Ma.Kurashvili@sairmeresort.ge.

მოუთმენლად ველით თქვენს გაცნობას.

"Ensana Sairme Resort" - გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე