|
დასახელება:
ოფისის მენეჯერი, გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ქარექს იმპორტ
|
|
გამოქვეყნდა: 10 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 10 იანვარი
|
ლოგისტიკური კომპანია "ქარექს ავტო", 2021 წლიდან ოპერირებს საქართველოში ავტოიმპორტის მიმართულებით, რომელიც აერთიანებს რეგიონულ ოფისებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. თუ გსურს შემოუერთდე მზარდ და მეგობრულ გუნდს, სადაც კარიერული განვითარების ეტაპები ყველასთვის ღიაა მაშინ ჩვენ შენ გეძებთ!
კომპანია აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:
1. ოფისის მენეჯერი
პირობები:
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ვაჟა ფშაველას 27
** სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 11:00-19:00)
** ანაზღაურება: შეთანხმებით (განისაზღვრება გამოცდილების და კვალიფიკაციის შესაბამისად)
ფუნქცია-მოვალეობები:
** საკანცელარიო დოკუმენტების მოწესრიგება,
** სატელეფონო ზარებზე პასუხი, კონტროლი და შესაბამის დეპარტამენტში გადამისამართება,
** Info ფოსტის მიღება-გაგზავნა, დელეგირება,
** სოც მედიის მონიტორინგი, გადამისამართება შესაბამის დეპარტამენტში
** ოფისში სამუშაო პირობების შექმნა (საკანცელარიო და საინფორმაციო მასალებით უზრუნველყოფა).
** Meeting room-ში შეხვედრების შეთანხმება და დანიშვნა,
** სტუმრების დახვედრა და მათთვის ყურადღების მიქცევა,
** დირექტორის მიერ მიცემული სხვა საოფისე დავალებების შესრულება.
Carex Auto | Facebook: https://shorturl.at/3l4sC
Carex Auto | Instagram https://shorturl.at/yXzGk
Carex Auto | TikTok https://shorturl.at/mXmWX
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** Microsoft Office-ის კარგ დონეზე ცოდნა;
** უცხო ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (ინგლისური ან/და რუსული);
დამატებითი უნარები:
** კომუნიკაბელური, ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება
** ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და ანალიზის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებული.
ბენეფიტები:
** Fitpass;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
** კომფორტული სამუშაო გარემო;
2. გაყიდვების მენეჯერი
პირობები:
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ვაჟა ფშაველას 27
** სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 11:00-19:00)
** ანაზღაურება: მოჭრილი + სოლიდური საბონუსე სისტემა
რომელიც:
** მოიძიებს პოტენციურ მომხმარებლებს და შესთავაზებს მათ კომპანიის პროდუქტებს
** დააორგანიზებს შეხვედრებს პოტენციურ მომხმარებლებთან;
** იზრუნებს გრძელვადიანი პარტნიორობის განვითარებაზე დილერებთან
** მოახდენს მომხმარებლების საჭიროების იდენტიფიცირებას
** მუდმივად განაახლებს მის ხელთ არსებულ ბაზებს
თუ ეს ყველაფერი გაინტერესებთ და თქვენ:
** გაქვთ თუნდაც მცირე გამოცდილება გაყიდვების სფეროში
** გიყვართ გაყიდვები
** გიყვართ მომხმარებელთან ურთიერთობა
** იცით ან გაინტერესებთ ავტომობილების სპეციფიკა და მახასიათებლები
** ხართ კომუნიკაბელური, ორგანიზებული, გიყვართ მუშაობა გუნდში
** იცით სხვა რომელიმე ენა
დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: sales@crx.ge, გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.
|
|
|
|