Робота для біженців з України
მხარდაჭერის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: არესემ საქართველო სოლუშენსი
გამოქვეყნდა: 10 დეკემბერი / ბოლო ვადა: 31 დეკემბერი
კომპანია "არესემ საქართველო სოლუშენსი" აცხადებს ვაკანსიას მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ:

"არესემ საქართველო სოლუშენსი" მსოფლიოს უმსხვილესი პროგრამული უზრუნველყოფის ვენდოორის, SAP-ის პარტნიორია. კომპანია ახორციელებს ERP გადაწყვეტილება SAP-ის იმპლემენტაციას, სისტემის, რომელიც აერთიანებს და უზრუნველყოფს კომპანიის ბიზნეს პროცესების ოპტიმიზირებას.

SAP-ზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების გარდა, კომპანია ასევე ქმნის დამოუკიდებელ პროგრამულ პროექტებაც, რომლებიც მორგებულია სხვადასხვა ინდუსტრიის მრავალფეროვან ბიზნეს მოთხოვნებზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ზაქარია ფალიაშვილის 85
სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი (09:00-18:00)

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის მომხმარებლების მხარდაჭერის სრული ციკლის მართვა მომსახურების სტანდარტებისა და სერვისების შესაბამისად;
** მომხმარებელთა პრობლემური საკითხების (სატელეფონო ზარებისა და ელექტრონული შეტყობინებების სახით) მიღება, მოკვლევა და დამუშავება;
** საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე შესაბამის სამსახურთან გადამისამართება;
** საჭიროების შემთხვევაში საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება ხელმძღვანელის კოორდინაციით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ქართულ ენაზე გამართულად წერისა და საუბრის უნარი;
** ფინანსების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია საბუღალტრო /ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარი;
** ენთუზიაზმი და სწრაფვა ახალი ცოდნის მიმართ;

რას გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
** მეგობრული და ზრდაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV/რეზიუმე მეილზე: career@rsm.ge 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე