|
დასახელება:
მცხობელი
|
| მომწოდებელი:
ფრანგული კაფე
|
|
გამოქვეყნდა: 10 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 10 იანვარი
|
ფრანგული კაფე აცხადებს ვაკანსიას მცხობლის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: თბილისი, ლეო კვაჭაძის ქ. N19 (ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კაფე)
სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: სრული (5/2-ზე)
ანაზღაურება: 2600 ლარიდან (მოიმატებს კვალიფიკაციის შესაბამისად)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** აჭარული, იმერული, ფენოვანი/ნახევრად ფენოვანი, პიცის ცომის ცოდნა, მოზელვა/ფორმირება და გამოცხობა;
** ცხობის პროცესის მონიტორინგი ტემპერატურის, დროისა და ხარისხის გათვალისწინებით;
** სამზარეულოს სისუფთავის და ჰიგიენის დაცვა HACCP-ის სტანდარტების მიხედვით;
** მარაგების მონიტორინგი და ინფორმაციის მიწოდება პასუხისმგებელი პირისთვის, საჭიროებისამებრ;
** სასაწყობე პროდუქტების მიღება და სწორად განთავსება;
** სამუშაო გარემოს ეფექტურად და ორგანიზებულად შენარჩუნება;
** საცხობის/სამზარეულოს მოწყობილობების უსაფრთხოდ და სწორად გამოყენება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ეფექტური საკომუნიკაციო უნარები;
** პასუხისმგებლობა;
** გუნდური მუშაობის უნარები;
** ორგანიზებულობა, დისციპლინა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ თქვენი CV/რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: frenchcafe@frenchcafebakery.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება ან დაგვირეკეთ: 555 63 84 60 ნომერზე.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
|
|
|
|