Робота для біженців з України
გაყიდვების უფროსი მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების უფროსი მენეჯერი
მომწოდებელი: სითიქომი
გამოქვეყნდა: 10 დეკემბერი / ბოლო ვადა: 10 იანვარი
ჩვენ შესახებ:

"სითიქომი" სამეზობლოს პირველი ქართული ციფრული სივრცეა, რომელიც 2017 წლიდან ზრუნავს, მეზობლობის სიმარტივესა და გამჭვირვალობაზე. ის წარმოადგენს ერთგვარ "ციფრულ ყულაბას", სადაც შესაძლებელია, თვალი ადევნო შენი სამეზობლოს შემოსავლებს და ხარჯებს, დაიქირავო სასურველი სერვისების პროვაიდერები, შეასრულო ავტომატური გადარიცხვები და თავი მოუყარო მეზობლებს ერთ სივრცეში.

პროფესიული განვითარების გარდა, სითიქომში დაგხვდება მეგობრული გარემო, არასამუშაო საათებში ბევრი საინტერესო აქტივობა და გართობა!

პოზიციის შესახებ:

ვეძებთ შედეგზე ორიენტირებულ და გამოცდილ გაყიდვების უფროს მენეჯერს, რომელიც უზრუნველყოფს გაყიდვების გუნდის ეფექტურ კოორდინაციას, ყოველდღიური პროცესების მართვას და ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირებას. როლი მოიცავს ოპერაციულ ჩართულობას, გეგმების შესრულების უზრუნველყოფას და გუნდის მხარდაჭერას.

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვების გუნდის ყოველდღიური საქმიანობის მართვა, ამოცანების გადანაწილება და შედეგების მონიტორინგი
** მომხმარებელთან სატელეფონო/პირისპირ კომუნიკაციის დამყარება, კომპანიის სერვისებისა და პროდუქტების წარდგენა
** გასვლითი შეხვედრების, სამეზობლო კრებების, პრეზენტაციების ჩატარება და საჭიროების შემთხვევაში გამოკითხვების ორგანიზება (კარდაკარ ან ონლაინ რეჟიმში)
** გაყიდვების პროცესების, ინფორმაციული ნაკადების და მონაცემთა აღრიცხვის მართვა, CRM სისტემის გამოყენებით
** შიდა დეპარტამენტებთან კოორდინირებული თანამშრომლობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის, მარკეტინგის ან კომუნიკაციების მიმართულებით)
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება გაყიდვების სფეროში
** ძლიერი ლიდერული და მოლაპარაკების უნარები
** ანალიტიკური აზროვნების უნარი და შედეგზე ორიენტირებულობა
** ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი.

რას გთავაზობთ ჩვენ:

** სამუშაო დრო: 10:00-18:00, დასვენება შაბათი და კვირა
** ფიქსირებული ხელფასი & საბონუსე სისტემა (ჯამური ანაზღაურება 4500 +)
** ექსკლუზიური შეთავაზებები პარტნიორი კომპანიებისგან.

დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მდებარეობა: თბილისი, გიორგი დანელიას 23 (ნაფეტვრების ასახვევი).

რეზიუმეს ასატვირთად ეწვიე ბმულს: https://link.citycom.ge/apply

გაცნობებთ, რომ სითიქომში შენი პერსონალური მონაცემების გადმოგზავნით ნებას გვრთავ, რომ შენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია დავამუშავოთ, გავუზიაროთ მესამე პირ (ებ)საც და შევინახოთ ის კანონით განსაზღვრული ვადით. მონაცემების დამუშავება ემსახურება მხოლოდ იმ მიზანს, რომ დავადგინოთ შენი კანდიდატურის შესაბამისობა ჩვენ მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე