Робота для біженців з України
გამყვანი ტურ-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გამყვანი ტურ-ოპერატორი
მომწოდებელი: Deja Vu Travel
გამოქვეყნდა: 10 დეკემბერი / ბოლო ვადა: 10 იანვარი
სტარტაპ ტურისტული კომპანია "Deja Vu Travel" აცხადებს ვაკანსიას გამყვანი ტურ-ოპერატორის პოზიციაზე.

ვეძებთ გრძელვადიან თანამშრომლობაზე ორიენტირებულ, მოგზაურობის მოყვარულ, მოტივირებულ და ენერგიულ ადამიანებს

ძირითადი მოვალეობები:

** ტურისტული პაკეტების შექმნა, დაგეგმვა და კოორდინაცია
** პოტენციურ მომხმარებლებთან კომუნიკაციის დამყარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ტურისტული საძიებო სისტემების გამოყენების ცოდნა (აუცილებელია)
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (აუცილებელია)
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
** ინგლისური ენის ცოდნა (აუცილებელია საკომუნიკაციო დონეზე)

კომპეტენციები და უნარები:

** წერითი და ვერბალური კომუნიკაცია
** გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის აღების უნარი
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი
** პუნქტუალურობა

ვეძებთ: 2 ადამიანს

სამუშაო გრაფიკი:

** დისტანციურად | ორშაბათი - შაბათი | 10:00 - 17:00 სთ (დღე) ან 17:00 - 23:00 სთ (საღამო)
** ანაზღაურება | ფიქსირებული + საბონუსე სისტემა (პირველივე თვიდან)

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: contact.dejavutravel@gmail.com და "SUBJECT" ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "გამყვანი ტურ-ოპერატორი"

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე