|
დასახელება:
კლიენტთა მომსახურების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
მოგო
|
|
გამოქვეყნდა: 10 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 10 იანვარი
|
ვეძებთ გამოცდილ და შედეგებზე ორიენტირებულ კლიენტთა მომსახურების მენეჯერს, რომელიც მართავს ინბაუნდ, აუთბაუნდ და სპეციალური კამპანიების მიმართულებებს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია კანდიდატს ჰქონდეს დაილერთან მუშაობის და ზარების კამპანიების მართვის გამოცდილება, SLA-ს შესრულების კონტროლი, ცოდნა ადამიანური რესურსის დაგეგმვისა და პროცესების ოპტიმიზაციის საკითხებში. თუ შეგიძლიათ გუნდს აჩვენოთ მაღალი სტანდარტი და მუდმივად ეძებთ უკეთესად მუშაობის გზებს — ეს პოზიცია თქვენთვისაა.
ძირითადი მოვალეობები
** ინბაუნდ, აუთბაუნდ და კამპანიის ჯგუფების მართვა და მათი ყოველდღიური მუშაობის კოორდინაცია.
** დაილერის ოპერაციების ზედამხედველობა, ზარების სტრატეგიების დაგეგმვა, კამპანიების გაშვება და მათი ეფექტურობის გაუმჯობესება.
** ძირითადი KPIs და SLA-ს კონტროლი, როგორც პროდუქტიულობის, ისე მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად.
** შესრულების ანგარიშების, დეშბორდებისა და მონაცემებზე დაფუძნებული ანგარიშგების მომზადება მენეჯმენტისთვის.
** კამპანიების შედეგების ანალიზი და მათი ოპტიმიზაციის გეგმის შემუშავება.
** დამატებითი კადრების პროგნოზირება, სამუშაო გრაფიკების შედგენა და რესურსების ეფექტური განაწილება.
** არსებული პროცესების უწყვეტი გაუმჯობესება — ახალი მიდგომების და გადაწყვეტილებების დანერგვა.
** გუნდის წევრების მოტივაცია, ქოუჩინგი, მხარდაჭერა.
აუცილებელი მოთხოვნები:
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ქოლ-ცენტრში ლიდერის/მენეჯერის პოზიციაზე.
** დაილერის სისტემების კარგი ცოდნა, ზარების კამპანიების, SLA-სა და KPI-ების მიმართულებით.
** მუშაობის გამოცდილება ინბაუნდ, აუთბაუნდ და სპეციალური კამპანიების მართვაში.
** ადამიანური რესურსების დაგეგმვის, პროგნოზირებისა და გრაფიკების/ცვლების შედგენის გამოცდილება.
** ანალიტიკური და მონაცემებზე ორიენტირებული მიდგომა, შესრულების შეფასებისა და რეპორტინგის უნარი.
** ინგლისური ენის კარგი ცოდნა როგორც წერით, ისე ზეპირად.
** მიზანდასახული, ინიციატივიანი, ცვლილებებზე ორიენტირებული.
** მზადყოფნა საჭიროების შემთხვევაში შაბათობით მუშაობისთვის.
** განვითარების მოტივაცია და კარიერული ზრდის სურვილი.
სასურველია: გამოცდილება ფინანსური მომსახურებების ან სამომხმარებლო დაკრედიტების სფეროებში.
საკონტაქტო მეილი Maka.gabunia@mogo.ge
|
|
|
|