Робота для біженців з України
დამხმარე ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დამხმარე ბუღალტერი
მომწოდებელი: ავტოიმპორტიორი კომპანია
გამოქვეყნდა: 10 დეკემბერი / ბოლო ვადა: 10 იანვარი
ავტოიმპორტიორი კომპანია აცხადებს ვაკანსიას დამხმარე ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00;
სამუშაო ადგილი: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი;
ანაზღაურება: 1500 ₾;

დასაქმებულებს ვთავაზობთ:

** კორპორატიულ დაზღვევას, რომლის პაკეტიც სრულად კომპანიის მხრიდან იფარება.
** Fitpass.
** პროფესიული ტრენინგების გავლის შესაძლებლობას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება;
** RS.GE-სთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება;
** პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტების დამუშავება;
** ძირითადი საშუალებების აღრიცხვა, ინვენტარიზაცია, ჩამოწერა;
** სასაქონლო - მატერიალური მარაგების ინვენტარიზაციის ჩატარება და შესაბამისი აქტის შედგენა; დებიტორ-კრედიტორებთან ურთიერთშედარება, საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შესაბამისი აქტის შედგენა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია ORIS-ში მუშაობის გამოცდილება;
** საშუალოდ 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტრის პოზიციაზე;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;

დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე hr@carspace.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება!

გისურვებთ წარმატებას!

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე (CV) "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "ქარსფეისი"-ს -ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე (CV) შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ან რეზიუმე (CV) შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე