Робота для біженців з України
პროგრამის ადმინისტრატორის თანაშემწე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროგრამის ადმინისტრატორის თანაშემწე
მომწოდებელი: დჯ ჯგუფი
გამოქვეყნდა: 10 დეკემბერი / ბოლო ვადა: 10 იანვარი
კომპანია "DG ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას პროგრამის ადმინისტრატორის თანაშემწის პოზიციაზე.


ლოკაცია: თბილისი. დ. აღმაშენებლის გამზირი 158;
სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 40 საათი;
ანაზღაურება: შეთანხმებით;

ფუნქცია-მოვალეობები:

** კლიენტი კომპანიების სააღრიცხვო პროგრამა APEX-ის მართვა/ადმინისტრირება;
** საჭიროების შემთხვევაში, ორგანიზაციის თანამშრომლებისათვის მონაცემთა ბაზებთან წვდომის უფლების გაფართოების/შეკვეცის უზრუნველყოფა;
** თანამშრომლების მიერ დაფიქსირებული/დაშვებული ხარვეზების გამოსწორება;
** სალარო აპარატებისა და ტერმინალების პროგრამულ ბაზასთან წვდომის უზრუნველყოფა;
** სსა აპარატების და ტერმინალების მუშაობის კონტროლი;
** საჭიროების შემთხვევაში, სალარო აპარატების მოძიება/შესყიდვა;
** სააღრიცხვო პროგრამა APEX-ის წარმომადგენლობასთან ურთიერთობა: ტექნიკური დავალებების გაცემა, პროცესში ჩართულობა და შესრულების კონტროლი;
** საქმიანობასთან დაკავშირებული დაბრკოლებების, რისკების ან/და სამუშაო პროცესში აღმოჩენილი ხარვეზის შესახებ ხელმძღვანელის ოპერატიული ინფორმირება;
** პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მონაცემთან ბაზებთან;
აუცილებელია APEX-ის ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დაკვირვების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდურად მუშაობისა და სიახლეებთან ადაპტირების უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@dgholding.ge და სათაურის ველში მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "DG ჰოლდინგმა" პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე