Робота для біженців з України
ლოგისტიკის სახმელეთო გადაზიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლოგისტიკის სახმელეთო გადაზიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: Royal Express
გამოქვეყნდა: 10 დეკემბერი / ბოლო ვადა: 10 იანვარი
კომპანია "Royal Express" აცხადებს ვაკანსიას ლოგისტიკის სახმელეთო გადაზიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

ლოგისტიკური კომპანია "Royal Express" საქართველოს ბაზარზე ოპერირებს 6 წელია, მომხმარებლებს სთავაზობს ტვირთების იმპორტ /ექსპორტს, ეფექტურ და გამართულ მომსახურებას სახმელეთო, საზღვაო, სარკინიგზო და საჰაერო გადაზიდვის გზით.

სამუშაო პირობები და გრაფიკი:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი, აღმ. ხეივანი #19;
** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00 -18:00;
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი (გამოცდილების მიხედვით)
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** შვებულება 24 სამუშაო დღე + დამატებით 6 დასვენების დღე;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** გრუპაჟული (LTL) და სრული (FTL) ტვირთების გადაზიდვების უზრუნველყოფა (იმპორტი/ექსპორტი) ევროპა, თურქეთი, ჩინეთი, უკრაინა და დსთ ქვეყნების მიმართულებით.
** ტვირთების გადაზიდვის პროცესის მართვა და სრული მონიტორინგი;
** საჭიროებაზე მორგებული სტრატეგიის შემუშავება;
** რეპორტინგი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სავალდებულოა სატრანსპორტო კომპანიაში მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება აღნიშნული ქვეყნების მიმართულებით;
** ტვირთების გადაზიდვის პროცესის სრული ციკლის ცოდნა;
** გაბარიტული, არაგაბარიტული, სრული, გრუპაჟული, რეჟიმიანი და ურეჟიმოდ გადასაზიდი ტვირთების იმპორტ /ექსპორტის გამოცდილება;

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაციის და ორგანიზებულობის უნარი;
** პრობლემების გადაჭრის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** გუნდური მუშაობის უნარი;

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@rexpress.net სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!

თქვენს მიერ რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. გაითვალისწინეთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ ზემოაღნიშნულ პირობაზე თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე