|
დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
NQ Hospitality Management Group
|
|
გამოქვეყნდა: 10 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 10 იანვარი
|
"NQ Hospitality Management Group" რომელიც სტუმარ-მასპინძლობის სფეროში ახორციელებს მაღალი სტანდარტის მომსახურებას, ეძებს გამოცდილ, ენერგიულ, კომუნიკაბელურ და შედეგზე ორიენტირებულ გაყიდვების მენეჯერს, რომელიც შეძლებს მომხმარებლის საჭიროებების ამოცნობას, კლიენტებთან ეფექტური ურთიერთობის შექმნას და გაყიდვების დინამიკის ზრდას.
სამუშაო ადგილი: ბათუმი
ძირითადი მოვალეობები:
** აქტიური გაყიდვების მართვა, პოტენციური კლიენტების კონსულტაცია და მათ საჭიროებებზე დაფუძნებული რეკომენდაციების მიწოდება;
** გაყიდვების სტრატეგიებისა და მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა და შესრულების მონიტორინგი;
** სააგენტოებთან კომუნიკაცია და კორპორატიული კავშირების მართვა
** ბიუჯეტის ანალიზი ყოველთვიურ ბიუჯეტურ მიზნებთან შესაბამისობაში
** კლიენტებთან გრძელვადიანი, ხარისხიანი ურთიერთობის შენარჩუნება და მათთვის მაღალი დონის მომსახურების უზრუნველყოფა;
** ბაზრის კვლევა, კონკურენტული გარემოს ანალიზი და ახალი შესაძლებლობების გამოვლენა გაყიდვებისთვის;
** გაყიდვების მონაცემების მომზადება, რეპორტირება მენეჯმენტისთვის და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მხარდაჭერა;
** თანამშრომლობა მარკეტინგისა და ადმინისტრაციის დეპარტამენტებთან გაყიდვების პროცესის სრულყოფისთვის;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 4 - 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე
** გამორჩეული კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და პრეზენტაციის უნარები;
** შედეგზე ორიენტირებულობა, მიზანდასახულობა და ენერგიულობა;
** ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა; (დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
** კომპიუტერული უნარები: MS Office (Word, Excel, PowerPoint) და CRM, 1C, Fina, Opera PMS სისტემების გამოყენების გამოცდილება.
ჩვენ გთავაზობთ:
** განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას
** თანამედროვე სამუშაო გარემო.ს
** მოტივირებულ, მეგობრულ გუნდს
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@nqhospitality.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|