Робота для біженців з України
გიდი-პედაგოგი - ბოლნისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გიდი-პედაგოგი
მომწოდებელი: საქართველოს ეროვნული მუზეუმი
გამოქვეყნდა: 10 დეკემბერი / ბოლო ვადა: 10 იანვარი
სსიპ - "საქართველოს ეროვნული მუზეუმი" აცხადებს კონკურსს სსიპ - საქართველოს ეროვნული მუზეუმის ბოლნისის მუზეუმის გიდი-პედაგოგის პოზიციაზე.

ადგილების რაოდენობა - 1
გამოსაცდელი ვადა: 3 (სამი) თვე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი ხელოვნების ისტორიის, ისტორიის, პედაგოგიკის ან მომიჯნავე სფეროებში;
** სახელმწიფო ენის სრულყოფილი ცოდნა;
** რომელიმე უცხო ენის ცოდნა (სასურველი);
** ვიზიტორებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველი);
** საგანმანათლებლო პროგრამებთან და ღონისძიებებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველი).
** შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
** "საქართველოს კონსტიტუცია" (II თავი);
** "საქართველოს შრომის კოდექსი";
** საქართველოს კულტურის მინისტრის 2025 წლის 22 ივლისის №05/23 ბრძანება -"საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების თაობაზე".

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარეობა;
** კომუნიკაციის უნარი;
** აუდიტორიის მართვისა და სხვადასხვა ჯგუფთან მუშაობის უნარი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ტურების ჩატარება;
** ინფორმაციის ფლობა ექსპონატებისა და კოლექციების შესახებ;
** ტურების ადაპტირება სხვადასხვა ჯგუფის საჭიროებებისა და ინტერესების დასაკმაყოფილებლად;
** ჩართულობა სპეციალურ ღონისძიებებსა და საგანმანათლებლო პროგრამებში;
** საგანმანათლებლო მასალების შემუშავებაში მონაწილეობა;
** სწრაფი რეაგირება ვიზიტორების გამოხმაურებასა და პრობლემებზე;
** მონაწილეობის მიღება მიმდინარე ტრენინგებსა და პროფესიულ განვითარებაში.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, არაუმეტეს 40 საათისა ხელმძღვანელთან შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად.
ანაზღაურება: 900 ლარი (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით).
სამუშაო ადგილი: ქ. ბოლნისი, დავით აღმაშენებლის №48ა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ ქართულ ენაზე CV შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@museum.ge.

გთხოვთ, აღწერაში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე