|
დასახელება:
მიკრობიოლოგი
|
| მომწოდებელი:
კახური ტრადიციული მეღვინეობა
|
|
გამოქვეყნდა: 10 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 10 იანვარი
|
"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინის და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში და კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს, KTW აწარმოებს ღვინოს, ბრენდს, შუშხუნა ღვინოს და ჭაჭას ტრადიციული ქართული ტექნოლოგიებით, რომელიც შერწყმულია თანამედროვე ტექნოლოგიებთან. ეს კომპანიას აძლევს შესაძლებლობას შეინარჩუნოს ღვინის ძველი, უნიკალური გემო და შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით.
შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას მიკრობიოლოგის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული
მდებარეობა: კახეთი
ძირითადი პასუხისმგებლობები:
** ღვინის წარმოების ყველა ეტაპზე მიკრობიოლოგიური კონტროლის განხორციელება
** ნედლეულის, ნახევარფაბრიკატებისა და მზა პროდუქტის სტერილობისა და მიკრობიოლოგიური უსაფრთხოების ტესტირება
** ლაბორატორიული ანალიზების ჩატარება (საფუარი, ბაქტერიები, მიკროორგანიზმების განსაზღვრა და დათვლა)
** ფერმენტაციის პროცესის მონიტორინგი და საფუარის ჯანმრთელობის კონტროლი
** სანიტარიული ნორმებისა და ჰიგიენური სტანდარტების დაცვის ზედამხედველობა
** კვლევითი მუშაობა პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით
** ანალიზების შედეგების დოკუმენტირება და ანგარიშების მომზადება
** ღვინის მიკრობიოლოგიური კონტროლი ტექნოლოგიური პროცესის ყველა ეტაპზე.
** ღვინის შესაძლო დაბინძურების აღმოჩენა, კონტროლი და მიღებული პასუხებიდან გამომდინარე რეკომენდაციების გაცემა.
** საჭირო დოკუმენტაციის წარმოება.
მოთხოვნები:
** მიკრობიოლოგიის, ბიოტექნოლოგიის, კვების ტექნოლოგიის ან შესაბამისი სპეციალობის ბაკალავრის/მაგისტრის ხარისხი
** სასურველია გამოცდილება ღვინის, სასმელების ან საკვები ინდუსტრიის ლაბორატორიაში
** სტერილური ტექნიკისა და თანამედროვე ლაბორატორიული მეთოდების ცოდნა
** ანალიზური აზროვნება და დეტალებზე კონცენტრირება
** გუნდურად მუშაობის უნარი
** საოფისე პროგრამების ცოდნა
პიროვნული თვისებები:
** ორგანიზების უნარი
** პუნქტუალური
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ (CV) ელ.ფოსტაზე: hr@ktw.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "მიკრობიოლოგი".
შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის.
"თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები (1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით."
|
|
|
|