|
დასახელება:
ფრონტ გაყიდვების სუპერვაიზერი
|
| მომწოდებელი:
გასა
|
|
გამოქვეყნდა: 10 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 10 იანვარი
|
კომპანია "გასა" (GASA) - გამყვანი ტურიზმის სააგენტო, რომელიც ახორციელებს ავიაბილეთებისა და ტურისტული პაკეტების რეალიზაციას და საქართველოში წარმოადგენს ისეთ ოფიციალურ სავაჭრო პარტნიორებს, როგორებიცაა Pegasus Airlines და Air Arabia - აცხადებს ვაკანსიას ფრონტ გაყიდვების სუპერვაიზერის პოზიციაზე ბათუმში.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ფრონტ გაყიდვების გუნდის ყოველდღიური პროცესების კოორდინაცია
** გუნდის წევრების მხარდაჭერა, მონიტორინგი და მომსახურების ხარისხის კონტროლი
** რთული/პრობლემური ქეისების გადაწყვეტა
** სატელეფონო და ონლაინ კომუნიკაციის პროცესების წარმართვა/ჩართულობა
** გაყიდვების მიზნების შესრულებაზე ზრუნვა და შედეგების ანალიზი
** დისციპლინის, სტანდარტებისა და პროცედურების დაცვაზე ზედამხედველობა
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა
** რუსულისა და ინგლისური ენის ცოდნა
** საოფისე პროგრამების თავისუფლად ფლობა
** გაყიდვების ან ტურისტული გაყიდვების სფეროში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** სატელეფონო მომსახურების (ქოლ-ცენტრის) პროცესებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად
** სუპერვაიზერის ან გუნდის ლიდერის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
უნარ-ჩვევები:
** ეფექტური ლიდერობისა და გუნდის მართვის უნარი
** სამუშაოს დაგეგმვისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი
** კომუნიკაციისა და ინფორმაციის ნათლად გადაცემის უნარი
** სწრაფად და სწორად გადაწყვეტილებების მიღების უნარი
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე მაღალი ორიენტირებულობა
ლოკაცია: ნოე ჟორდანიას 24, ბათუმი
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე: hr@gasa.ge და სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება - ფრონტ გაყიდვების სუპერვაიზერი.
|
|
|
|