|
დასახელება:
გაყიდვების ოფიცერი
|
| მომწოდებელი:
scapp
|
|
გამოქვეყნდა: 10 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 10 იანვარი
|
სვის კაპიტალი ახლა უკვე "სკაპი" — ახალი სახელით აგრძელებს საქმიანობას.
სახელის ცვლილება ასახავს კომპანიის სტრატეგიულ ევოლუციას, რომელიც მიმართულია როგორც ტექნოლოგიების განვითარებისკენ, ასევე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და პროდუქტების გამრავალფეროვნებისკენ.
სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სკაპი საქართველოში 2010 წლიდან საქმიანობს. დღეს კომპანია ბაზარზე წარმოდგენილია 34 ფილიალით საქართველოს 13 ქალაქში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, გორში, ზუგდიდში, რუსთავში, გარდაბანში, თელავში, გურჯაანში, ხაშურში, მარნეულში, ახალციხესა და ფოთში.
სკაპის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები მოიცავს როგორც სამომხმარებლო, ასევე მცირე და მიკრო ბიზნეს დაკრედიტებას. კომპანია დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებით, რასაც უზრუნველყოფს ორგანიზაციაში მოქმედი სწავლებისა და თანამშრომელთა განვითარების კომპლექსური სისტემა. ამჟამად სკაპი აერთიანებს 500-ზე მეტ პროფესიონალს.
სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სკაპი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ოფიცრის (ავტო სესხების გაყიდვების ოფიცრის პოზიციაზე;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებლისთვის ავტო სესხის პირობების გაცნობა; პროდუქტის უპირატესობების წარმოჩენა;
** მომხმარებლისთვის განაცხადის ფორმის შევსება;
** სესხის გაცემის პროგრამაში მუშაობა;
** ავტომობილის მდგომარეობის საჯარო ვებ-გვერდებზე გადამოწმება;
** ავტომობილისათვის ფოტოების გადაღება საჭიროებისამებრ;
** საკრედიტო განაცხადის მომზადება და კომიტეტზე წარდგენა;
** არსებული კლიენტების მომსახურება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.
სხვა მოთხოვნები:
** გამართული მეტყველება;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
** ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;
სამუშაო პირობები:
** სრული განაკვეთი;
** ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.
დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ აპლიკაცია აქ ან გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@scapp.ge.
წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება და ქალაქი - "გაყიდვების ოფიცერი".
|
|
|
|