Робота для біженців з України
ექაუნთ მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექაუნთ მენეჯერი
მომწოდებელი: სინტაქსი
გამოქვეყნდა: 10 დეკემბერი / ბოლო ვადა: 10 იანვარი
IT კომპანია "სინტაქსი" (https://www.syntax.ge) რომლის მიზანს, კორპორაციული სექტორისთვის ინფორმაციული ტექნოლოგიების ხარისხიანი სერვისებისა და პროდუქტების მიწოდებას წარმოადგენს, აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების გუნდში ექაუნთ მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** ლოკაცია: ქ. თბილისი, ბელიაშვილის 145ა
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:30

დამატებითი სარგებელი:

** შესაბამისი სასწავლო კურსების დაფინანსება;
** სწრაფად მზარდ კომპანიაში პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა (გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ).

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** გაყიდვების სრული ციკლის მართვა: ახალი ბიზნეს კლიენტების მოძიება, მათთან დაკავშირება და კომპანიის სერვისების/პროდუქტების შეთავაზება, პრეზენტაციების ჩატარება;
** მომხმარებლების საჭიროებების ანალიზი, სათანადო სერვისის/პროდუქტისა და გადაწყვეტილებების შეთავაზება და მნიშვნელოვანი ტექნიკური მახასიათებლების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება;
** კომპანიის გაყიდვების სტრატეგიისა და გაყიდვების გეგმის შესრულება;
** CRM-ში მონაცემების ასახვა და პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.

უნარები/პასუხისმგებლობები:

** გამართული კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და მოლაპარაკების მართვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** ტექნოლოგიებისადმი ინტერესი და ახალი პროდუქტების სწრაფად ათვისების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** B2B გაყიდვების მიმართულებით მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება. IT Software/Cloud/Hardware სფერო ჩაითვლება დამატებით უპირატესობად;
** CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენა B2 დონე - გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გაგვიზიაროთ თქვენი რეზიუმე მეილზე - hr@syntax.ge და ვაკანსიის სახელწოდების მითითებით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ გადარჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე