|
დასახელება:
კონტაქტ ცენტრის ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
m²
|
|
გამოქვეყნდა: 10 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 30 დეკემბერი
|
"m²" უკვე 15 წელია საქართველოში ქმნის კომფორტული ცხოვრების ახალ, თანამედროვე სტანდარტს. კომპანიას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე, რაც განპირობებულია მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმითა და ინოვაციური მიდგომებით.
გადადი ბმულზე და გაიგე მეტი კომპანია "m²"-ზე.
ხოლო თუ მუდმივად ეძებ საქმის გაუმჯობესების შესაძლებლობას, იჩენ ინიციატივას და შენთვის ცვლილებები საინტერესო გამოწვევაა მაშინ შემოუერთდით "m²"-ის გუნდს!
კომპანია "m²" აცხადებს ვაკანსიას კონტაქტ ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** შემომავალი და გამავალი ზარების მომსახურება;
** ზარების გადამისამართება კომპანიის შიგნით სხვადასხვა ერთეულში;
** კომპანიის ონლაინ არხების მეშვეობით მოთხოვნების მიღება;
** მომხმარებლის პირველადი ინფორმირება;
საკვალიფიკაციო ცოდნა და უნარები:
** სასურველია კონტაქტ ცენტრში მუშაობის გამოცდილება;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდის პასუხისმგებლობის გაზიარების და მხარდაჭერის უნარი;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი შემოუერთდეთ m²-ის გუნდს, გთხოვთ 30 დეკემბრამდე გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: jobs@m2.ge და წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "კონტაქტ ცენტრის ოპერატორი".
ვაცხადებ თანხმობას ჩემი პერსონალური მონაცემები დაამუშაოს შპს "მ2 ჯგუფმა" (ს/კ:404499431) არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
დამუშავებული პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით. ჩემთვის ცნობილია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჩემი უფლებების შესახებ.
რეზიუმეს გამოგზავნით, ვადასტურებ, რომ ვეთანხმები ზემოთ აღნიშნულ პირობებს.
|
|
|
|