Робота для біженців з України
ქოლცენტრის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქოლცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: ლემონსი
გამოქვეყნდა: 10 დეკემბერი / ბოლო ვადა: 10 იანვარი
ლემონსი 2011 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ციფრული მარკეტინგი და გაყიდვები. გაეცანი ვებ-გვერდს http://www.lemons.ge, ინფორმაციას კომპანიის შესახებ და საქმიანობის სფეროებს.

კომპანია Lemons აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:


** შემომავალი, გამავალი ზარების განხორციელება, მომხმარებელთან კომუნიკაცია;
** დამაჯერებელი და ეფექტური მეტყველება;
** გაყიდვების უნარი და შედეგზე ორიენტირებული აზროვნება;
** დეტალური ინფორმაციის მიწოდება პროექტების და პირობების შესახებ;
** ზარების პროგრამული აღრიცხვა;
** კლიენტების ვიზიტების დაგეგმვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


** გამართული მეტყველება;
** მინიმალური მათემატიკური ცოდნა;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა, სასურველია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების მინიმალურ დონეზე გამოყენება;
** ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე, მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მაღალი მოტივაცია და შედეგზე ორიენტაცია;

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
მდებარეობა: თბილისი
ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება 1200 ლარი + ბონუსი

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@lemons.ge და სათაურის ველში, გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება (ქოლ-ცენტრის ოპერატორი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

Lemons კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს, არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ:



** თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაცია მუშავდება არაუმეტეს 3 წლის ვადით;

** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ ინფორმაცია იმ მონაცემების თაობაზე, რასაც კომპანია ამუშავებს თქვენს შესახებ.


** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. ამისთვის, მოგვმართეთ ელფოსტაზე: info@lemons.ge

რეზიუმეს საკონტაქტო მეილზე გამოგზავნით ან სხვაგვარად მოწოდებით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

დისკრიმინაციის წინააღმდეგ პოლიტიკა

Lemons კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

დამატებითი ინფორმაციისთვის, მოგვმართეთ: (995 32) 245 01 01
გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე