|
დასახელება:
ხარისხის განვითარების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
კლინიკა ანიმა
|
|
გამოქვეყნდა: 10 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 31 დეკემბერი
|
შპს "ელიტ არტმედი-კლინიკა ანიმა" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.
პირობები:
სამუშაო ადგილი: ორთაჭალა, ვ.გორგასლის 93.
სამუშო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:30სთ-18:00 სთ
კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** სამედიცინო დაწესებულებაში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კლინიკური მენეჯერის სერტიფიკატი.
ფუნქცია-მოვალეობები:
** კლინიკური საქმიანობის კონტროლი საქართველოს კანონმდებლობის და კომპანიის შიდა რეგულაციების შესაბამისად;
** სამედიცინო დოკუმენტაციის ჯეროვნად წარმოების კონტროლი საქართველოს კანონმდებლობის და კომპანიის შიდა რეგულაციების შესაბამისად;
** მის დაქვემდებარებაში არსებული სტრუქტურული სამედიცინო ერთეულების კონტროლი;
** კლინიკის აკრედიტაციის პროცესში აქტიური მონაწილეობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2025 წლის 31 დეკემბრამდე გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე hr@animaclinic.ge და სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ხარისხის განვითარების მენეჯერი, წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით,
შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|