Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=687910&print=yes&view=jobs
 
სტაჟიორი ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟიორი ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით
მომწოდებელი: PepsiCo
გამოქვეყნდა: 10 დეკემბერი / ბოლო ვადა: 07 იანვარი
"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "ჩუდო", "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Sadochek"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Cheetos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".

"PepsiCo" უკვე ზედიზედ მერვე წელია სერტიფიცირებულია როგორც საუკეთესო დამსაქმებელი - TOP Employer 2025 ევროპასა და საქართველოში, ხოლო მეხუთე წელია საუკეთესო დამსაქმებელია გლობალურად. ტიტული კომპანიას ენიჭება პერსონალის მართვის გამორჩეული პრაქტიკების დანერგვისა და განხორციელებისათვის.

შემოგვიერთდი, როგორც სტაჟიორი ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით და 1 წლის განმავლობაში ჩაერთე ყოველდღიურ საქმიანობაში, იმუშავე სხვადასხვა დავალებაზე, გაიარე ტრენინგები სხვადასხვა უნარის განსავითარებლად და ჩამოყალიბდი პროფესიონალად საერთაშორისო გუნდთან ერთად!

რას გთავაზობთ:

** "პეპსიკოს" პროფესიონალთა გუნდთან ერთად მუშაობა და მხარდაჭერა
** ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით ფუნქციონალური განვითარება
** ადგილმდებარეობა: ფონიჭალა
** ჰიბრიდული სამუშაო გრაფიკი სრული განაკვეთით: 09:00-18:00 სთ
** სტაჟირების ხანგრძლივობა - 12 თვე
** ანაზღაურება - 900 ლარი
** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი
** ტრანსპორტირება (მ/ს ისანი)
** კვება

რა ამოცანებია შესასრულებელი:

** პერსონალის ფორმალური დოკუმენტაციის წარმოების პროცესში ჩართულობა (აყვანა, პირადი საქმეების მართვა, განთავისუფლება, გადაყვანა, დისციპლინური გადაცდომა, საკონტრაქტო პირობების ცვლილება და სხვ.)
** წინა სახელფასო დოკუმენტაციის წარმოებაში ჩართულობა
** ორგანიზაციული კლიმატის კვლევის პროცესში ჩართულობა
** ორგანიზაციული სტრუქტურის, პერსონალის ანალიტიკა/რეპორტინგში ჩართულობა

ვის ვეძებთ:

** ბიზნესის ადმინისტრირების, სოციალური მეცნიერებების კურსდამთავრებულები ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტები
** პრაქტიკა HR სფეროში, ადმინისტრაციულ საქმიანობაში, დოკუმენტაციის წარმოებაში ჩაითვლება უპირატესობად
** უცხო ენების ფლობა: ინგლისური B2+ დონეზე
** MS Office პროგრამების, განსაკუთრებით MS excel ცოდნა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** ანალიტიკური აზროვნება
** დეტალებზე ორიენტირება
** სრულ განაკვეთზე მუშაობის შესაძლებლობა

თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: career.caucasus@pepsico.com 7 იანვრამდე და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელფოსტის სათაურის ველში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია