Робота для біженців з України
მარაგების კონტროლის კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარაგების კონტროლის კოორდინატორი
მომწოდებელი: ორი ნაბიჯი
გამოქვეყნდა: 10 დეკემბერი / ბოლო ვადა: 24 დეკემბერი
"2 ნაბიჯი" ქართული საცალო ვაჭრობის სფეროს გამოკვეთილი ლიდერია. კომპანია მუდმივად ზრდაზეა ორიენტირებული. დღეისათვის 2 ნაბიჯი მთელი ქვეყნის მასშტაბით 600-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი და მომხმარებელს მისგან 2 ნაბიჯში ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებს, ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს. 2022 წლიდან ამოქმედდა კომპანიის ონლაინ მაღაზია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ვებ ფორმატში, ასევე აპლიკაციის სახით.

"2 ნაბიჯი" ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია შრომის ბაზარზე, ამჟამად კომპანია 5000-ზე მეტ თანამშრომელს ითვლის. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტიანობას და გვჯერა, რომ ამ მიზნის მიღწევას მხოლოდ საუკეთესო პროფესიონალების გუნდით მოვახერხებთ.

კომპანია "2 ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას მარაგების კონტროლის კოორდინატორის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: 08:00-17:00
5 სამუშაო დღე, 2 დღე დასვენება
სამუშაო ადგილი: ლილო, იუმაშევის N14 (ლილოს ტერმინალი)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საწყობში არსებული სასაქონლო ნაშთების კონტროლი და ინვენტარიზაცია;
** ინვენტარიზაციის დაგეგმვა გრაფიკის მიხედვით, პროცესში უშუალო მონაწილეობა და მონიტორინგი;
** შიდა კონტროლის სამსახურთან ერთად ყოველთვიურ ინვენტარიზაციებში ჩართულობა;
** ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი გადახრების კვლევა, მიზეზების დადგენა და პრევენციული ღონისძიებების განხორციელება;
** ინვენტარიზაციის პროცესისა და გრაფიკის ცვლილების ინიციირება, საჭიროების შემთხვევაში;
** ნაშთების კონტროლის არსებული პროცედურების გაუმჯობესება და ახალი, უფრო ეფექტური მეთოდების დანერგვა;
** ნაშთების კონტროლისა და მონიტორინგის გასაუმჯობესებლად შესაბამისი რეპორტებისა და აღრიცხვის სისტემების შემუშავება;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების განაწილება აგროვების სივრცეში მარაგების დროული შევსების უზრუნველსაყოფად;
** მარაგების შევსებისა და ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმების (ჩეკინგის) მონიტორინგი;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების დასწრების კონტროლი და შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
** ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების კონტროლი უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის მიზნით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი/არასრული უმაღლესი განათლება;
** საწყობში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების MS Office (Word, Excel) ცოდნა.

თუ დაინტერესდით ამ შესაძლებლობით და გსურთ, განვითარდეთ "2 ნაბიჯის" გუნდთან ერთად, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელმისამართზე:  Recruiting.warehouse@orinabiji.ge.

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მარაგების კონტროლის კოორდინატორი".

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:  24 დეკემბერი, 2025 წელი

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რაც მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" მიერ შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით თქვენი განცხადების განხილვა და სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარება. დასაქმების პროცესში მოპოვებული ინფორმაცია შესაძლოა გაუზიარდეს მხოლოდ მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" დამუშავებაზე უფლებამოსილ პირებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათ მიერ გაწეული მომსახურებების ფარგლებში.

თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 4 წლის ვადით (მათ შორის, სხვა რელევანტურ პოზიციაზე განსახილველად), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება.

თქვენ უფლება გაქვთ მიიღოს ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც შეგიძლიათ მიმართოთ მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯს".

კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე