Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=687858&print=yes&view=jobs
 
მოლარე-ოპერატორის დამხმარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-ოპერატორის დამხმარე
მომწოდებელი: ოიში სუში
გამოქვეყნდა: 10 დეკემბერი / ბოლო ვადა: 10 იანვარი
"ოიში სუში" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის დამხმარის პოზიციაზე!

ჩვენ ვართ სწრაფად მზარდი იაპონური რესტორნების ქსელი, რომლის მთავარი მიზანია ქართულ ბაზარზე ჯანსაღი, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი იაპონური კერძების დამკვიდრება.

თუ გსურს გახდე გუნდის წევრი, რომელიც ქმნის ნამდვილი გემოს და მაღალი სტანდარტის მომსახურების კულტურას — სწორედ შენ გეძებთ!
ადგილმდებარეობა: თბილისი
დასაქმების ტიპი: ნახევარი განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: 9 საათიანი ცვლა (8 საათი სამუშაო, 1 საათი შესვენება) / 17:00-02:00
ანაზღაურება: დღეში 50 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

** შეკვეთების შეფუთვა და მათი სწორად გადაცემა შესაბამის პირებზე
** შემომავალი ზარების მიღება და შეკვეთებთან დაკავშირებული კითხვების დამუშავება;
** შიდა პლატფორმიდან შემოსული შეკვეთების დამუშავება და საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელთან გადარეკვა;
** ოპერატორის შესვენების პერიოდში სალარო ოპერაციების დამოუკიდებლად მართვა;
** ერთდროულად რამდენიმე დავალებაზე რეაგირება და სამუშაო პროცესის აქტიური მხარდაჭერა.

ვის ვეძებთ:

ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ და პასუხისმგებლობის მქონე კანდიდატს:
** ოპერატორის ან მსგავს პოზიციაზე გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სალაროს მართვის უნარი — სასურველია (ან სწრაფად შესწავლის მზაობა);
** Microsoft Excel-ის საბაზისო ცოდნა — უპირატესობა;
** პასუხისმგებლიანი, მოწესრიგებული და ყურადღებიანი თანამშრომელი;
** კომუნიკაბელური გუნდის მოთამაშე, რომელსაც შეუძლია მრავალ დავალებაზე ერთდროული მუშაობა;
** განვიხილავთ სტუდენტებსაც, განსაკუთრებით მათ, ვისაც Microsoft Office-ში კარგი უნარები აქვს.

რას გთავაზობთ ჩვენ:

** ღამის ცვლის შემდეგ უზრუნველყოფილია ტაქსით ტრანსპორტირება;
** სამუშაო გრაფიკი ცვლებში, განრიგი დება 1 კვირით ადრე;
** მეგობრული და გუნდური სამუშაო გარემო;
** სუშის მიმართულებით ტრენინგი და შესწავლის შესაძლებლობა;
** კარიერული ზრდის პერსპექტივა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: oishiops@gmail.com.

სათაურის ველში მიუთითეთ "ოპერატორის დამხმარე".

გისურვებთ წარმატებას!

 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია