Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=687856&print=yes&view=jobs
 
მიმტანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი
მომწოდებელი: ოიში სუში
გამოქვეყნდა: 10 დეკემბერი / ბოლო ვადა: 10 იანვარი
"ოიში სუში" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე!

ჩვენ ვართ სწრაფად მზარდი იაპონური რესტორნების ქსელი, რომლის მთავარი მიზანია ქართულ ბაზარზე ჯანსაღი, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი იაპონური კერძების დამკვიდრება.

თუ გსურს გახდე გუნდის წევრი, რომელიც ქმნის ნამდვილი გემოს და მაღალი სტანდარტის მომსახურების კულტურას — სწორედ შენ გეძებთ!

ადგილმდებარეობა: თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი / ცვლებში მუშაობა
სამუშაო გრაფიკი: 9 საათიანი ცვლა (8 საათი სამუშაო, 1 საათი შესვენება)
ანაზღაურება: საათში 5.5 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

** სამუშაო დღის დასაწყისში ობიექტის მომზადება და დარბაზის მოწესრიგება;
** სტუმრების მიღება, გამასპინძლება, მენიუს სიახლეებზე ინფორმაციის მიწოდება;
** შეკვეთების მიღება, პროგრამაში ზუსტად ასახვა და მათი დროული გადაცემა მზარეულებისთვის;
** ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა მზარეულებსა და მოლარესთან შეკვეთების მიღება-გაცემის პროცესში;
** მენიუში არსებული კერძების და ინგრედიენტების ზედმიწევნით ცოდნა
** მაგიდების სწორად დახურვა.

ვის ვეძებთ:

ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ და პასუხისმგებლობის მქონე კანდიდატს, რომელიც:
** გამოირჩევა კომუნიკაბელურობით, მეგობრული მომსახურებითა და გუნდურობით;
** არის ორგანიზებული, პუნქტუალური, დეტალებზე ორიენტირებული
** შეუძლია მაღალი დატვირთვის დროს სწრაფად და ეფექტურად რეაგირება, მშვიდად მუშაობა და რამდენიმე დავალების პარალელურად შესრულება;
** ფლობს მომსახურების სტანდარტებს და მზადაა სწრაფად აითვისოს მენიუ, პროგრამები და სამუშაო პროცედურები;
** მიმტანად ან სერვის სექტორში გამოცდილება, ასევე უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

რას გთავაზობთ ჩვენ:

** ღამის ცვლის შემდეგ უზრუნველყოფილია ტაქსით ტრანსპორტირება;
** სამუშაო გრაფიკი ცვლებში (დილის, შუა, საღამოს), განრიგი დება 1 კვირით ადრე;
** მეგობრული და გუნდური სამუშაო გარემო;
** სუშის მიმართულებით ტრენინგი და შესწავლის შესაძლებლობა;
** კარიერული ზრდის პერსპექტივა;
** შესაძლებლობა იმუშაო მოქნილ ცვლებში და სასურველ გრაფიკზე შეთანხმებით.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: oishiops@gmail.com; სათაურის ველში მიუთითეთ "მიმტანი"

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია