Робота для біженців з України
მზარეულის დამხმარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზარეულის დამხმარე
მომწოდებელი: ოიში სუში
გამოქვეყნდა: 10 დეკემბერი / ბოლო ვადა: 10 იანვარი
"ოიში სუში" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის დამხმარის პოზიციაზე!

ჩვენ ვართ სწრაფად მზარდი იაპონური რესტორნების ქსელი, რომლის მთავარი მიზანია ქართულ ბაზარზე ჯანსაღი, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი იაპონური კერძების დამკვიდრება.

თუ გსურს გახდე გუნდის წევრი, რომელიც ქმნის ნამდვილი გემოს და მაღალი სტანდარტის მომსახურების კულტურას — სწორედ შენ გეძებთ!

ადგილმდებარეობა: თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი / ცვლებში მუშაობა
სამუშაო გრაფიკი: 9 საათიანი ცვლა (8 საათი სამუშაო, 1 საათი შესვენება)
ანაზღაურება: 1400-1500 Gel

ძირითადი მოვალეობები:

** რეცეპტებისა და საოპერაციო სტანდარტების დაცვით მზარეულის მხარდაჭერა;
** ნახევარფაბრიკატების დამუშავება და მომზადება;
** პროდუქციის მიღება, დახარისხება და შესაბამისი ეტიკეტირება;
** ინგრედიენტების ვადების მონიტორინგი და უსაფრთხო შენახვა;
** სისუფთავის, ჰიგიენის და HACCP სტანდარტების დაცვა;
** გუნდთან ეფექტური კომუნიკაცია და დახმარება დატვირთულ რეჟიმში;
** დისციპლინისა და სამუშაო ეთიკის მაღალი სტანდარტების დაცვა.

ვის ვეძებთ:

ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ და პასუხისმგებლობის მქონე კანდიდატს:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სწრაფი ტემპის სამუშაო გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობა ხარისხისა და წესრიგის მიმართ;
** HACCP სტანდარტების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

რას გთავაზობთ ჩვენ:

** ღამის ცვლის შემდეგ უზრუნველყოფილია ტაქსით ტრანსპორტირება;
** სამუშაო გრაფიკი ცვლებში (დილის, შუა, საღამოს), განრიგი დგება 1 კვირით ადრე;
** მეგობრული და გუნდური სამუშაო გარემო;
** სუშის მიმართულებით ტრენინგი და შესწავლის შესაძლებლობა;
** კარიერული ზრდის პერსპექტივა;
** შესაძლებლობა იმუშაო მოქნილ ცვლებში და სასურველ გრაფიკზე შეთანხმებით.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: oishiops@gmail.com

სათაურის ველში მიუთითეთ "მზარეულის დამხმარე"

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე