|
დასახელება:
გაყიდვების კონსულტანტი
|
| მომწოდებელი:
ჩხირა
|
|
გამოქვეყნდა: 10 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 10 იანვარი
|
ქართული საიუველირო ბრენდი "ჩხირა" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილები:
1. ვაკე, აბაშიძის 79, თბილისი
2. ძველი თბილისი, ბამბის რიგი 7, თბილისი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, სასარგებლო ინფორმაციის მიწოდება წარმოდგენილი სამკაულების შესახებ;
** წარმოდგენილი სამკაულების მახასიათებლების სრულყოფილად ცოდნა;
** პროდუქციის განლაგება, მოწესრიგება და და ესთეტიკურ იერზე ზრუნვაა;
** გაყიდვების პროცესებთან დაკავშირებული პროცედურების წარმართვა; ** სალაროსთან მუშაობა და პროდუქციის პროგრამული აღრიცხვა, ინვენტარიზაცია.
სასურველი მოთხოვნები:
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სალაროსთან/ფულთან მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული მახასიათებლები:
** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები:
** მოქნილი სამუშაო გრაფიკი: 5 საათიანი სამუშაო დღე (დილის ცვლა (11:00-16:00);
საღამოს ცვლა (15:00-20:00). შესაძლებელია გრაფიკის მორგება; კონსულტანტებს შორის. კვირაში 1 ან 2 დღე დასვენება;
** 1 კვირა სტაჟირება;
** ანაზღაურება შედგება ფიქსირებული ხელფასიდან და ასევე გაყიდვების მოცულობიდან გამომდინარე. საშუალოდ 800-დან 1000 ლარამდე.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ მისამართზე: info@chkhira.com და "Subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
რეზიუმე ფოტოსურათის გარეშე არ განიხილება
|
|
|
|