Робота для біженців з України
ცხელი კერძების მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ცხელი კერძების მზარეული
მომწოდებელი: Grand Bellagio
გამოქვეყნდა: 09 დეკემბერი / ბოლო ვადა: 09 იანვარი
კაზინოების საერთაშორისო ჯგუფი "Grand Bellagio", აცხადებს მიღებას ცხელი კერძების მზარეულის პოზიციაზე.

ლოკაცია: თბილისი, რუსთაველის გამზ: N 29, სასტუმრო ბილტმორის შენობა
სამუშაო განაკვეთი: 12 საათი (2X2)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ცხელი კერძების მზარეულის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** პროფესიული განათლება კვებისა და სასმელების მიმართულებით;
** სასურველია რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** ენერგიულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის მართვის უნარი;
** დეტალებისადმი ყურადღებიანი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** კარიერულ განვითარებას;
** თანამშრომელზე ორიენტირებულ გარემოს;
** საუკეთესო ბენეფიტ პაკეტს;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: career@grandbellagio.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე