Робота для біженців з України
რეანიმაციის დღის ექთანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეანიმაციის დღის ექთანი
მომწოდებელი: ჯაფარიძე–ქევანიშვილის კლინიკა
გამოქვეყნდა: 09 დეკემბერი / ბოლო ვადა: 09 იანვარი
"ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა ეროვნული ცენტრი ჯაფარიძე/ქევანიშვილის კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას რეანიმაციის დღის ექთნის პოზიციაზე.

მისამართი: თბილისი, თევდორე მღვდლის #13
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-დან 17:00-მდე
ანაზღაურება: 850 ლარი ხელზე ასაღები

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო სპეციალიზებული განათლება, დიპლომირებული ექთანი;
** სამუშაო გამოცდილება - მინიმუმ 2 წელი.

ძირითადი მოვალეობა:

** სამედიცინო საქმიანობის წარმართვა სტანდარტების, სამედიცინო გაიდლაინებისა და პროტოკოლების შესაბამისად;
** შესაბამის მიმართულებაში მყოფი პაციენტების მუდმივი მეთვალყურეობა და მოვლა;

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე ან მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hrkevanishvili@gmail.com (სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "ექთნის პოზიცია") ან დარეკეთ 593 133642.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კლინიკის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე