Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=687743&print=yes&view=jobs
 
მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: სანტა ესპერანსა
გამოქვეყნდა: 09 დეკემბერი / ბოლო ვადა: 09 იანვარი
წიგნის მაღაზია "სანტა ესპერანსა" უკვე 20 წელია მკითხველებს სთავაზობს წიგნების საუკეთესო არჩევანს, შესანიშნავ გარემოსა და კვალიფიციურ მომსახურებას. ჩვენ ვეძებთ გუნდის ახალ წევს.

შპს "სანტა ესპერანსა" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ცვლებით
სამუშაოს ანაზღაურება: 700 ლარი

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** მკითხველის მოთხოვნის შესაბამისად წიგნის შერჩევაში და მოძიებაში;
** მაღაზიაში მოქმედი ყველა აქციის შესახებ მომხმარებლის ინფორმირება;
** მაღაზიაში წიგნებისა და სხვა პროდუქციის განთავსება, შევსება, აღწერა;
** სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის ცოდნა.

აუცილებელი მოთხოვნები:

** წიგნების კითხვა და ლიტერატურული სიახლეების მუდმივად გაცნობა;
** გამართული მეტყველება და აზრის გადმოცემის უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა A2.

პიროვნული თვისებები:

** პუნქტუალობა;
** მკითხველი;
** კომუნიკაბელური, გაწონასწორებული და თავაზიანი;
** მოსმენის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

თუ გიყვარს კითხვა და შეგიძლია წიგნით მიღებული საკუთარი შთაბეჭდილებები სხვებს გაუზიარო, ჩვენთან უამრავი მკითხველი გელოდება, რომელიც შენს რჩევას ელის!

გადმოაგზავნეთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: hr@santaesperanza.ge. საგანში მიუთითეთ: წიგნის მაღაზია თბილისი, წინააღმდეგ შემთხვევაში განცხადება არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია