Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=687736&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების წარმომადგენელი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების წარმომადგენელი
მომწოდებელი: ბორან ლაითი
გამოქვეყნდა: 09 დეკემბერი / ბოლო ვადა: 09 იანვარი
კომპანია "ბორან ლაითი" (ბორან ჯგუფის შვილობილი კომპანია) აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე ბათუმში.

კომპანია "ბორან ლაითი" დაარსდა 2009 წელს. ჩვენი კომპანია არის განათების, სასოფლო სამეურნეო ხელსაწყოების, ელექტრო და არა ელექტრო სამეურნეო ხელსაწყოების იმპორტისა და გაყიდვების ლიდერი საქართველოს ბაზარზე. ჩვენი პარტნიორები არიან მსოფლიოს წამყვანი ბრენდები: OSRAM, LUXRAM, TOLSEN, CROWN, EINHELL, BLACK & DECKER და ა.შ.

კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტებთან შედარებით ყველაზე ხარისხიანი პროდუქცია. კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობაც მუდმივად იზრდება - ეს გახლავთ პროფესიონალთა ძლიერი გუნდი, რომელიც ხელს უწყობს კომპანიის მზარდ წარმატებას.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია კანდიდატს ჰქონდეს მართვის მოწმობა;

მოვალეობები:

** ქსელში და არსებულ ობიექტებში ვიზიტები, შეკვეთების მიღება და გადაგზავნა;
** სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკების წარმოება;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ოპერატიული ანალიზი და კონტროლი;
** დებიტორული დავალიანების კონტროლი, პრობლემური ვალების დროული რეპორტინიგი უშუალო ხელმძღვანელთან;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი, თაროზე განთავსება წინასწარ განსაზღვრული პლანოგრამის შესაბამისად, თაროზე წილისა და მერჩენდაიზინგის კონტროლი;
** პროდუქციის მახასიათებლების ცოდნა;
** სავაჭრო ქსელში შეღწევადობის ზრდის, პოზიციების გაუმჯობესების, ბრენდის პოპულარიზაციის ღონისძიების გატარება;
** გაყიდვების გაუმჯობესებისთვის საჭირო მოლაპარაკებების წარმოება;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი, სარეკლამო საშუალებების კონტროლი და მუდმივი მონიტორინგი;
** ახალი კლიენტების (მაღაზიების) რაოდენობის ზრდაზე ზრუნვა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პრეზენტაბელური;
** მიზანდასახული;
** პუნქტუალურია;
** ორგანიზებული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დამოუკიდებლად და გუნდურ გარემოში მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 08:30-დან 17:30-მდე;
** საშუალო ანაზღაურება 2000 ლარი
** კომპანიის მხრიდან მსუბუქი ავტომობილით და საწვავით უზრუნველყოფა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV (ქართულ ენაზე), შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: borunlight2@gmail.com და პოზიციის სახელწოდება მიუთითოთ ელ-ფოსტის სათაურის ველში, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია