|
დასახელება:
პროდუქტის მფლობელი
|
| მომწოდებელი:
ვებაპი
|
|
გამოქვეყნდა: 09 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 30 დეკემბერი
|
ვინ ვართ ჩვენ:
"Webapp" არის წამყვანი ქართული ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც ქმნის ბიზნესების ოპერაციების მართვის სრულფასოვან SaaS ეკოსისტემას. ჩვენი პლატფორმა აერთიანებს სხვადასხვა ინდუსტრიისთვის შექმნილ ციფრულ პროდუქტებს და ეხმარება კომპანიებს გაყიდვების, ოპერაციებისა და მომხმარებელთა გამოცდილების ეფექტურად მართვაში. დღეს Webapp-ს საქართველოს მასშტაბით 400-ზე მეტი კომპანია ენდობა.
ვაცხადებთ ვაკანსიას პროდუქტის მფლობელის პოზიციაზე.
Product Owner პასუხისმგებელია საოპერაციო და კომერციული პროცესების ავტომატიზაციისთვის შექმნილი SaaS პროდუქტების end-to-end მართვაზე, მომხმარებელთა საჭიროებების კვლევიდან ტექნიკურ მოთხოვნებამდე, ფუნქციონალის დაგეგმვიდან რეალიზაციამდე. უზრუნველყოფს პროდუქტის სტრატეგიის, ხარისხის და განვითარების პროცესის მართვას Agile გარემოში.
ფუნქცია-მოვალეობები:
** პროდუქტის ხედვის (Product Vision) და სტრატეგიული განვითარების გზის შექმნა და მართვა.
** ბაზრის, მომხმარებლის ქცევისა და ინდუსტრიული საჭიროებების კვლევა.
** პროდუქტის Backlog-ის მართვა: ფუნქციონალის პრიორიტეტიზაცია, EPIC-ებისა და User Story-ების ჩამოყალიბება.
** ბიზნეს მოთხოვნების ტექნიკურ მოთხოვნებად გარდაქმნა: პროცესების აღწერა; Acceptance Criteria; Workflow-ები და UI Logic.
** დეველოპერებთან, დიზაინერებთან და QA გუნდთან ყოველდღიური კოორდინაცია sprint-ების განმავლობაში.
** არსებული სისტემების ანალიზი: bottleneck-ების, მომხმარებლის ტკივილის წერტილების (pain points) და გაუმჯობესების პოტენციალის იდენტიფიკაცია.
** ფუნქციონალის ტესტირება (UAT), მიღება და რელიზის დაგეგმვა.
** პროდუქტის მეტრიკების ანალიზი (usage data, retention, conversion).
** პარტნიორებთან და კორპორატიულ კლიენტებთან კომუნიკაცია, მოთხოვნების შეგროვება და პრიორიტეტიზაცია.
** პროდუქტის ტექნიკური და მომხმარებლებისთვის განკუთვნილი დოკუმენტაციის მომზადება.
** ინტეგრაციების დაგეგმვა - POS, ფინანსური სისტემები, მესამე მხარის API-ები.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** Product Owner ან Product Manager პოზიციაზე გამოცდილება (SaaS ან B2B პროდუქტებში).
აუცილებელია გამოცდილება ერთ-ერთ მიმართულებაში:
** რესტორნების მართვის სისტემები (POS, შეკვეთები, ოპერაციები, ინვენტარი)
** მაღაზიების/რითეილის მართვის სისტემები (გაყიდვები, საწყობი, ფასები)
** სასტუმროების მართვის სისტემები (დაჯავშნები, PMS, ოპერაციები)
** ბუღალტრული პროგრამა
** საწყობის მართვის სისტემა
** Agile/Scrum ჩარჩოში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება.
** ძირითადი ტექნიკური კომპეტენციები: API მუშაობის პრინციპები; სისტემური ლოგიკა და მონაცემთა ნაკადები; ინტეგრაციები და მოდულებს შორის ურთიერთქმედება.
** Product Management ინსტრუმენტების ცოდნა.
** ბიზნესპროცესების ანალიზისა და პროდუქტის სტრუქტურირებულად დაგეგმვის უნარი.
** ტექნიკურ გუნდებთან ეფექტური თანამშრომლობის გამოცდილება.
აუცილებელი უნარები:
** ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნება.
** შესაძლებლობა, რთული მოთხოვნები გამოსახო სტრუქტურირებულ, გასაგებ და მართვად ფორმად.
** ძლიერი კომუნიკაციის უნარები როგორც ტექნიკურ, ისე არატექნიკურ გუნდებთან.
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა და პრიორიტეტიზაციის უნარი.
** მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა და დეტალების სიღრმისეული დანახვა.
** ინიციატივა - ახალი იდეების, ფუნქციონალების და გაუმჯობესებების შეთავაზება.
სამუშაო პირობები:
** საოფისე გარემო
** ადგილმდებარეობა: თბილისი, პოლიტკოვსკაიას 57
** განაკვეთი: სრული
** სამუშაო საათები: 10:00 - 19:00
დამატებითი ინფორმაცია:
CV გამოგვიგზავნეთ: hr@webapp.ge Subject-ში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
რეზიუმეს მიღების ბოლო ვადაა: 30 დეკემბერი.
|
|
|
|