Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=687729&print=yes&view=jobs
 
აკადემიური კონკურსი - ბიზნესისა და ტექნოლოგიების სკოლა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აკადემიური კონკურსი - ბიზნესისა და ტექნოლოგიების სკოლა
მომწოდებელი: აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 09 დეკემბერი / ბოლო ვადა: 12 იანვარი
2025 წლის 9 დეკემბრიდან "აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი" აცხადებს ღია კონკურსს ბიზნესისა და ტექნოლოგიების სკოლაში ინგლისურენოვან პროგრამებზე ინგლისურენოვანი სწავლებისთვის.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია შესაბამისი აკადემიური ხარისხის მქონე პირებს.

პოზიციები:

სულ 43 საშტატო ერთეული:

** პროფესორი - 7 (შვიდი) საშტატო ერთეული;
** ასოცირებული პროფესორი - 14 (თოთხმეტი) საშტატო ერთეული;
** ასისტენტ-პროფესორი - 22 (ოცდაორი) საშტატო ერთეული.

მიმართულება - ბიზნესის/მენეჯმენტი

ა) აკადემიური თანამდებობა - პროფესორი:

** მიმართულება - ეკონომიკა, 1 (ერთი) საშტატო ერთეული;
** მიმართულება - ფინანსები, 1 (ერთი) საშტატო ერთეული;
** მიმართულება - მენეჯმენტი, 1 (ერთი) საშტატო ერთეული;
** მიმართულება - მარკეტინგი, 1 (ორი) საშტატო ერთეული;
** მიმართულება - მენეჯმენტის საინფორმაციო სისტემები, 1 (ერთი) საშტატო ერთეული;
** მიმართულება - ჯანდაცვის მენეჯმენტი/პოლიტიკა, 1 (ერთი) საშტატო ერთეული;

სულ: პროფესორის 6 (ექვსი) საშტატო ერთეული.

ბ) აკადემიური თანამდებობა - ასოცირებული პროფესორი:

** მიმართულება - ეკონომიკა, 2 (ორი) საშტატო ერთეული;
** მიმართულება - ფინანსები, 2 (ორი) საშტატო ერთეული;
** მიმართულება - მენეჯმენტი, 1 (ერთი) საშტატო ერთეული;
** მიმართულება - მარკეტინგი, 2 (ორი) საშტატო ერთეული;
** მიმართულება - სტატისტიკა, 2 (ორი) საშტატო ერთეული;
** მიმართულება - ჯანდაცვის მენეჯმენტი და პოლიტიკა, 3 (სამი) საშტატო ერთეული;

სულ: ასოცირებული პროფესორის 12 (თორმეტი) საშტატო ერთეული.

გ) აკადემიური თანამდებობა - ასისტენტ-პროფესორი:

** მიმართულება - ეკონომიკა, 3 (სამი) საშტატო ერთეული;
** მიმართულება - ფინანსები, 3 (სამი) საშტატო ერთეული;
** მიმართულება - მენეჯმენტი, 3 (სამი) საშტატო ერთეული;
** მიმართულება - მარკეტინგი, 3 (სამი) საშტატო ერთეული;
** მიმართულება - მენეჯმენტის საინფორმაციო სისტემები, 2 (ორი) საშტატო ერთეული;
** მიმართულება - სტატისტიკა, 2 (ორი) საშტატო ერთეული;
** მიმართულება - ჯანდაცვის მენეჯმენტი და პოლიტიკა, 3 (სამი) საშტატო ერთეული;

სულ: ასისტენტ-პროფესორის 19 (ცხრამეტი) საშტატო ერთეული.

მიმართულება - ტექნოლოგიები

ა) აკადემიური თანამდებობა - პროფესორი:

** მიმართულება - კომპიუტერული მეცნიერებები და ხელოვნური ინტელექტი, 1 (ერთი) საშტატო ერთეული;

სულ: პროფესორის 1 (ერთი) საშტატო ერთეული.

ბ) აკადემიური თანამდებობა - ასოცირებული პროფესორი:

** მიმართულება - კომპიუტერული მეცნიერებები და ხელოვნური ინტელექტი, 2 (ორი) საშტატო ერთეული;

სულ: ასოცირებული პროფესორის 2 (ორი) საშტატო ერთეული.

გ) აკადემიური თანამდებობა - ასისტენტ-პროფესორი:

** მიმართულება - კომპიუტერული მეცნიერებები და ხელოვნური ინტელექტი, 3 (სამი) საშტატო ერთეული;

სულ: ასისტენტ-პროფესორის 3 (სამი) საშტატო ერთეული.

საკონკურსო პირობები:

** პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად 5 (ხუთი) წლის ვადით კანდიდატს უნდა ჰქონდეს შესაბამის სფეროში დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება.
** ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად 5 (ხუთი) წლის ვადით კანდიდატს უნდა ჰქონდეს შესაბამის სფეროში დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
** ასისტენტ-პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად 4 (ოთხი) წლის ვადით კანდიდატს უნდა ჰქონდეს შესაბამის სფეროში დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
** ამასთანავე, პროფესორის, ასოცირებული პროფესორისა და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობების დაკავების შესაძლებლობა აქვთ პროფესიული ნიშნით კვალიფიციურ კანდიდატებს. ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია.

დოკუმენტაციის წარდგენა:

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატებმა ელექტრონულად უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

** პირადობის მოწმობის ასლი;
** CV (რეზიუმე), სადაც მითითებული იქნება გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი;
** აკადემიური ხარისხის (ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი ან მათთან გათანაბრებული) დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
** სასწავლო კურსის სილაბუსი ან სილაბუსის გეგმა;
** ეცნობა სამეცნიერო პედაგოგიური გამოცდილების შესახებ (არსებობის შემთხვევაში);
** ლექციების ინგლისურ ენაზე წაკითხვის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში) ან ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
** შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლეობის შესახებ" და ცნობა "უფლების ჩამორთმევის შესახებ" (წინამდებარე პუნქტში მოხსენიებული ცნობების წარდგენა სავალდებულოა კონკურსის მეორე ეტაპზე გადასავლის შემთხვევაში);

შერჩევის პროცესი:

** დოკუმენტაციის შესწავლა - 2026 წლის 12-14 იანვარი
** გასაუბრება - 2026 წლის 16- 23 იანვარი
** აკადემიური კონკურსის საბოლოო გადაწყვეტილება - 2026 წლის 26 იანვარი.

განაცხადების მიღება:

განაცხადის გამოგზავნა შესაძლებელია ელ-ფოსტაზე: HR@eastwest.edu.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ შესაბამისი პოზიციის დასახელება.

საკონკურსო განაცხადების გამოგზავნის ბოლო ვადა 2026 წლის 12 იანვრის დილის 10 საათი.

დაინტერესებულ პირებს ასევე შეუძლიათ მიმართონ "აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტის" ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამსახურს, მისამართზე: ქ. თბილისი, დ. უზნაძის ქ. 68ბ.

კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2026 წლის 27 იანვარს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: https://eastwest.edu.ge.

ვაკანსიაზე განაცხადის შემოტანით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, უნივერსიტეტმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია, რომელიც ჩვენი კომპანიის მიერ დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას შეინახოს და დაამუშაოს თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის პერსონალური მონაცემები, მიღებიდან 1 წლის განმავლობაში, შემდგომი დასაქმების შეთავაზებებისთვის. თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან/და გამოყენების შეწყვეტა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია